2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი თევზის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან 1,699 მლნ აშშ დოლარის, წინა წელს კი 546.5 ათასი აშშ დოლარისადგილობრივი პროდუქტი გავიდა.
ასევე გაზრდილია თევზის იმპორტიც, კერძოდ 2022 წელს საქართველომ 7,995 მლნ აშშ დოლარის ახალი, ან გაცივებული თევზი შეიძინა, 2021 წელს კი 5,007 მლნ აშშ დოლარის.
გასულ წელს ადგილობრივ თევზი მხოლოდ 3 ქვეყანაში გაიყიდა
სომხეთში (1,128 მლნ აშშ დოლარი),
აზერბაიჯანში (536.0 ათასი აშშ დოლარი)
თურქეთში (35.1 ათასი აშშ დოლარი)
რაც შეეხება იმპორტს, ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - 3,915 მლნ აშშ დოლარი
- ნორვეგია - 3,848 მლნ აშშ დოლარი
- ნიდერლანდები - 105.9 მლნ აშშ დოლარი
- ლუქსემბურგი - 54 ათასი აშშ დოლარი
- საფრანგეთი - 28.1 ათასი აშშ დოლარი
გარდა ამისა, 2022 წელს პროდუქტის იმპორტი შედარებით მცირე მოცულობით განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდანაც: სომხეთი, შრი-ლანკა, მაროკო, აზერბაიჯანი, ესტონეთი, შვეიცარია.