ადგილობრივი წარმოების პირბადეები როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ

ადგილობრივი წარმოების პირბადეები როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ

access_time2020-03-25 17:34:02

ქართული წარმოების პირბადეების ოპერატიულ მიწოდებას სასურსათო-სავაჭრო ქსელის თანამშრომლებისთვის ბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნება უზრუნველყოფილი ვირუსისგან დამცავი საშუალებებით.


„კრიზისული სიტუაციის დაწყების პირველივე დღიდან მთავარი პრობლემა, რაც გვქონდა, იყო პირბადეები. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია 780 მაღაზია და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული პირბადეები გადანაწილდება პროპორციულად, საჭიროების შესაბამისად. ამის გარდა, დავარიგებთ, ასე ვთქვათ, სახის დამცავ სხვა საშუალებს და ხელთათმანებს - განაცხადა მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ჭელიძემ.


„გუდვილის დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, კომპანიის თანამშრომლების საქმიანობა არსებულ სიტუაციაში სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მათი, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოების საქმეში მთავრობა ბიზნესს გვერდში უდგას.



„მისასალმებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესში, რომ სავაჭრო ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა პირბადეებზე, დეზინფექციის საშუალებებზე. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მართლა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, რასაც დღეს აკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში მთავრობა გვერდში გვიდგას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ორგანიზებულად ახორციელებს პირბადეების მოწოდებას და ჩვენთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომია ყოველგვარი შეფერხებისა და პრობლემების გარეშე. მადლობა მთავრობას, რადგან ყველა ჩვენი თანამშრომელის ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი - აღნიშნა გიორგი ხაბაშვილმა.


სასურსათო-სავაჭრო ქსელების თანამშრომლებისთვის დღეს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ადგილობრივი წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო. პროცესს უშუალოდ ესწრებოდა ნათია თურნავა, რომლის შეფასებით, უმთავრესი პრიორიტეტია როგორც მაღაზიების თანამშრომლების, ასევე მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

თეგები:
პირბადე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up