„ლოპოტა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გამოხმაურება და განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული მოლაპარაკების პროცესში, როგორც ინვესტორთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მეშვიდე დღეა ადგილობრივების პროტესტი გრძელდება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი განცხადებით საბოლოო, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოლაპარაკების პროცესი ისევ გრძელდება.
"ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ორივე მხარესთან მოლაპარაკების პროცესში. ჩვენთვის ცნობილია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, ინვესტორის პოზიცია. ორივე მხარესთან მოლაპარაკების გზით ვცდილობთ, რომ მივიდეთ გონივრულ გადაწყვეტილებამდე", - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.