ადიგენში 24 „ფერმერთა საველე სკოლა“ შეიქმნა

ადიგენში 24 „ფერმერთა საველე სკოლა“ შეიქმნა

access_time2023-01-24 15:00:12

2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO), ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის 21 სოფელში 24 „ფერმერთა საველე სკოლა“ (FFS) შექმნა. საგანმანათლებლო კურსში 330-ზე მეტი რძის პროდუქტის მწარმოებელი ქალი ფერმერი ჩაერთო.

 


ექსპერტმა ვეტერინარებმა, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით, რძის პროდუქტების მცირე წარმოების პირობებში FFS-ში ტრენინგის კურსი ჩაატარეს. პროექტის ყველა მონაწილემ გაიარა ტრენინგის კურსი. ამასთანავე, მათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მასალა და მოწყობილობა გადაეცათ სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად.



სახლის პირობებში რძის პროდუქტის წარმოების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ FFS-ის ტრენინგებზე, აქცენტი გაკეთდა რძის შემადგენლობაზე, ლაქტაციასა და მოწველის ჰიგიენაზე. ამასთანავე, ადგილობრივი ქალი მწარმოებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კოლოსტრუმი, მოწველის ინტერვალები, რძის დამუშავება და გადამუშავება, თუ წარმოების სხვა ეტაპები და პროცედურები.




FFS-ის ქალმა ფერმერებმა ასევე შეისწავლეს რძის ფერმებში ყველაზე გავრცელებული დაავადების – მასტიტის შესახებ. მათ შეიტყვეს თუ რა გავლენას ახდენს ეს დაავადება  რძისა და რძის პროდუქტის წარმოებასა და ხარისხზე. ტრენინგები მასტიტის დიაგნოზირებასა და პრევენციის ზომებსაც მოიცავდა.

 


საგანმანათლებლო კურსი პრაქტიკული ხასიათისაც იყო. FAO-ს ვეტერინარებმა ქალ ფერმერებს, მასტიტის კალიფორნიული ტესტების გამოყენება ასწავლეს და აღნიშნული ტესტები მათ საჩუქრადაც გადასცეს. ტრენინგის მონაწილეებმა, ასევე, თერმომეტრები და ცურის მოვლის საშუალებებიც მიიღეს საჩუქრად.



2023 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადიგენში რძის პროდუქტის წარმოების შესახებ ტრენინგები გაგრძელდება. FAO-სა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, მსგავსი საგანმანათლებლო კურსები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი მცირე მასშტაბის მწარმოებელ ქალ ფერმერებზე გაკეთდება.



ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებშიპროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up