გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა და აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადეს, რომ ადრეული განათლებისა და ზრუნვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს ბათუმში, 8-9 ივნისს გაიმართება.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება და მისი ძირითადი თემაა თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი.