ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის – ირაკლი ღარიბაშვილი

ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის – ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2022-07-05 19:00:00

ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.


პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.


„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეუფევ, მოგესალმებით! დიდი პატივია ჩემთვის ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მართლაც ერთ-ერთ გამორჩეულ, ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩავუყაროთ საფუძველი. მე მინდა რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი ქართუს მიერ. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით, და, ახლა უკვე, დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ, ყველანი, დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით ეს პროექტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ აქ, საქართველოში, მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი განათლება და, მართლაც, შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი მოღვაწეობს და მოქმედებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები, 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი თანამიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად. ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.


ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, ფონდი „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.


კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა და, განსაკუთრებით, ბავშვთა მკურნალობისთვის. ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის.



მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, სადაც წარიმართება უმნიშვნელოვანესი კვლევები სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში.


მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting-ი, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ.


საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო რექტორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა.


ღონისძიების ფარგლებში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. სიმბოლური კაფსულა მშენებლობის ადგილზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პიერ მოტემ ჩადეს.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი, განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.


ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up