ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - დაზარალებულებისათვის საქმის მასალების გადაცემით,  გაიზრდება მათი ჩართულობა და შესაბამისად გაუმჯობესდება გამოძიების ხარისხი

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - დაზარალებულებისათვის საქმის მასალების გადაცემით, გაიზრდება მათი ჩართულობა და შესაბამისად გაუმჯობესდება გამოძიების ხარისხი

access_time2020-12-21 17:32:14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმეზე წარდგენილი  სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც დაზარალებულ მხარეს უკრძალავდა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღებას.


მოსარჩელის, ზვიად გამსახურდიას უფლებამონაცვლის, კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდნენ.


„რთულია გადააფასო ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ საქმის მასალებთან სრულფასოვანი წვდომა ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული დაზარალებულის ინტერესებს, არამედ ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობას. ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ის უსამართლობა, რაც 2010 წლიდან გრძელდებოდა, როდესაც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, დაზარალებულებს წაართვეს საქმის მასალებთან წვდომა და მოაქციეს ინფორმაციულ ვაკუუმში. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი ან შეიძლება სულაც დაკარგა ოჯახის წევრი და მას ელემენტარულად არ აქვს უფლება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულფასოვნად გაეცნოს. კანონით დაზარალებულებს შეეძლოთ მხოლოდ პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ გაცნობოდნენ საქმეს, თუმცა ცხადია, რომ ესეც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. გახმაურებულ საქმეებზე საზოგადოების მღელვარების მიზეზი ხშირად ისიც იყო, რომ დაზარალებულებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია თუ რა ხდებოდა საქმის მასალებში. როგორ მიდიოდა გამოძიება და რა გადაწყვეტილებებს იღებდა პროკურორი. ვფიქრობ ამიერიდან გაიზრდება დაზარალებულების ჩართულობა გამოძიების პროცესში. ეს კი უდავოდ შეუწყობს ხელს ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“-ამირან გიგუაშვილი.



ადვოკატ ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, 2017 წლიდან, როდესაც იგი ჩაერთო ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებიაში, მან არაერთხელ მიმართა პროკურატურას საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ყველა მიმართვაზე უარი მიიღო, რადგან დაზარალებულისათვის საქმის მასალების გადაცემას კანონი არ ითვალისწინებდა. 2018 წელს ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით საჩივრით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და  მოითხოვა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება. ორწლიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფლა და 2020 წლის 18 დეკემბრიდან დაზარალებულებს უფლება მიეცათ ხელზე მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up