ადვოკატი - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დოკუმენტაცია არ არსებობს, მოტივი პროტესტის გამოხატვა იყო - მას ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ

ადვოკატი - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დოკუმენტაცია არ არსებობს, მოტივი პროტესტის გამოხატვა იყო - მას ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ

access_time2021-04-17 13:34:37

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო. როგორც ბარდაველიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, წურწუმიას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბინის მეიჯარე სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა.

"მოტივი იყო პროტესტის გამოხატვა, არც ბანკის მიმართ და არც იქ მყოფი პირების მიმართ არანაირი მოთხოვნა ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ გაუჟღერებია და არც ჰქონია ამისი განზრახვა. ეს იყო პროტესტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთ ადამიანს გაუჟღერებია უკმაყოფილება. ეს პროტესტი დაკავშირებული იყო გარკვეულ პირთა წრის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ვვარაუდობ, რომ შეიძლება დაიწყოს გამოძიება. დეტალებში ვერ შევალ გამომდინარე იქიდან, რომ არ დავაზიანო გამოძიების ინტერესები.

მეიჯარე, რომელიც მათზე სახლს აქირავებდა, სახლიდან გაშვებით ემუქრებოდა. ამასთან, სხვა პირები, რომლებსაც მისთვის დასაბრუნებელი ჰქონდათ თანხა, მის მიმართ გარკვეულ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ მუქარის ტონით. მისი პროტესტი უკავშირდებოდა ყველა ამ დეტალს, კონკრეტული მოთხოვნა ვინმეს მიმართ არ ჰქონია. როდესაც ბანკში შევიდა, ორი გოგონა იყო, რომელსაც შეეშინდა და დაუყოვნებლივ გარეთ გაუშვა, ვიდრე სამართალდამცვავი ორგანოები დაამყარებდნენ მასთან კომუნიკაციას“, - აღნიშნა ადვოკატმა.


უფლებადამცველის განმარტებით, დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ედავება, თუმცა, მას პნევმატური იარაღი ჰქონდა.

"მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, აქვს გულის მანკი და გულთან დაკავშირებით რიგი პრობლემები. უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, ამისთვის ამზადებდა დოკუმენტებს. ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები. დაკავებულს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს იყო პნევმატური იარაღი“, - აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს გუშინ ერთი პირი - ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up