ადვოკატი - ზურა ჯაფარიძეს თავზე ხელკეტის რტყმისგან გაჩენილი წითელი ლაქები აქვს

ადვოკატი - ზურა ჯაფარიძეს თავზე ხელკეტის რტყმისგან გაჩენილი წითელი ლაქები აქვს

access_time2023-03-08 14:55:51

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.


როგორც ბარამაშვილი განმარტავს, სამედიცინო დახმარება ესაჭიროება ნიკა მოსიაშვილსაც.


„ორივეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ზურაბ ჯაფარიძე დაჭერის შემდეგ კიდევ სცემეს, ურტყამდნენ, რადგან ლაპარაკობდა, ეუბნებოდნენ, გაჩუმდი, თორემ შენ ცემას კიდევ გავაგრძელებთო და სცემეს იქამდე, ვიდრე არ გაჩუმდა. ნიკა მოსიაშვილს მთელ სხეულზე წიწაკის სპრეი [კვალი] აქვს, რაც აქციის დროს გამოიყენეს. როგორც ჩანს, მისი სტანდარტულად მოშორება შეუძლებელია. სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ძალიან ბევრჯერ მიმართა სამედიცინო პუნქტს დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეაგირება არ ხდება.



დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ვიდეოჩანაწერებია, თუ როგორ აკავებენ მათ, შეურაცხყოფას და არც დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ჩვეულებრივი საუბარი იყო და ამ საუბრის დროს დააკავეს, აფორთხიალეს და იქამდე ურტყეს, ვიდრე არ გააჩუმეს. ზურას დაზიანებები თვალსაჩინოა და ეტყობა, მათ შორის, თავზე ხელკეტის რტყმისგან გაჩენილი აქვს წითელი ლაქები. ზურაბ ჯაფარიძის მიმართვის საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - აცხადებს ბარამაშვილი.


ის ჯაფარიძისთვის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.


ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up