Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი ავიაციის 5 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი ავიაციის 5 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის

access_time2021-05-24 21:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. უწყების ცნობით, მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებას უხელმძღვანელებს.


ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური დანიშვნას ლოგიკურს უწოდებს და „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამის მოლოდინი მათ გასულ წელსაც ჰქონდათ.


თუ არ ვცდები, ეს პირველი დანიშვნაა, როცა კადრი პირდაპირ ავიაციის და ტურიზმის სფეროდან მოდის. მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოადგილეს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ეს გამოწვევების და პრობლემების მოგვარებას უფრო ეფექტიანს გახდის. პრობლემები კი სფეროში პანდემიამდეც იყო. ყველაზე მთავარი, რაც ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს, ერთიანი ავიაციის სტრატეგიის - მინიმუმ 5 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა,“ - აცხადებს იგორ აფციაური.



მისი განმარტებით, ამგვარი დოკუმენტი ყველა იმ ქვეყანას აქვს დეკლარირებული, ვისთვისაც ტურიზმი პრიორიტეტულია. გეგმა უნდა მოიაზრებდეს, ერთი მხრივ, პანდემიური პედრიოდის გადალახვას და მეორე მხრივ - შემდგომ განვითარებას.


ქვეყანაში საავიაციო კუთხით ევრორეგულაციები ინერგება და მეტი ავიაკომპანიის შემოყვანის სამუშაოებიც ტარდება, თუმცა ეს ერთიანი საავიაციო გეგმის მხოლოდ ერთ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი ნაწილი გულისხმობს აქტივობებს - როგორ უნდა გადარჩეს მთლიანად დარგი. ეს ეხება როგოც ავიაციას, ისევე ტურიზმს. არის კონკრეტული სტრატეგია დასადები ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, აეროპრტებისთვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვდგავართ დღეს და სად ვიქნებით 5 თუ 10 წლის შემდეგ. მზად ვართ, მთავრობასთან და მინისტრის ახალ მოადგილესთან ერთად ამ თემებზე მუშაობა გავაგრძელოთ,“ - აცხადებს იგორ აფციაური.


business-partner.ge

თეგები:
Aero Georgia Group



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up