აეროპორტ „სტამბოლს“ მგზავრთნაკადი 49%-ით გაეზარდა

აეროპორტ „სტამბოლს“ მგზავრთნაკადი 49%-ით გაეზარდა

access_time2021-12-22 16:50:00

2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით აეროპორტმა “სტამბოლმა” 33,261 მლნ მგზავრი მიიღო, რომელთაგან 23,626 მლნ მგზავრმა საერთაშორისო რეისებით ისარგებლა.



სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტმა “სტამბოლმა” 11 თვის განმავლობაში 49%-ით მეგი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2020 წლის 11 თვეში.



სტამბულის აეროპორტებიდან გამგზავრებული მგზავრების რაოდენობა წლის პირველ 11 თვეში 49%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს Daily Sabah.




სახელმწიფო აეროპორტების გენერალური დირექტორატის (DHMI) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში “სტამბულის” (İstanbul Havalimanı) აეროპორტში 51 647 რეისი განხორციელდა (72 813 – შიდა და 178 834 – საერთაშორისო).



თავის მხრივ, სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე საბიჰა გოგჩენის აეროპორტმა (İstanbul Sabiha Gökçen Havalimanı) შიდა რეისებზე 14,986 მლნ მგზავრი და საერთაშორისო რეისებზე კი 7,772 მლნ მგზავრი გაატარა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში 103 516 შიდა და 61 743 საერთაშორისო რეისი განხორციელდა.
რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს (İstanbul Atatürk Havalimanı) 2019 წლიდან მხოლოდ კერძო და სატვირთო რეისებს იღებს. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათათურქის სახელობის აეროპორტში 37 780 რეისი განხორციელდა, საიდანაც 12 395 რეისი შიდა, ხოლო 25 385 რეისი საერთაშორისო იყო.



მთლიანობაში კი სტამბოლის აეროპორტების მომსახურებით 2021 წლის 11 თვეში 56,20 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.



აღსანიშნავია, რომ სტამბოლი კვლავაც დიდი ინტერესით სარგებლობს ტურისტების მხრიდან მთელი მსოფლიოდან. 2021 წლის ცხრა თვეში ქალაქს დაახლოებით 5,8 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია.



avianews.ge

თეგები:
აეროპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up