ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება, ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება.
„შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets“ – ნათქვამია ინფორმაციაში.