აეროპორტების გაერთიანება: ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio ქუთაისის განახლებულ აეროპორტს ვიდეო-რგოლს უძღვნის

აეროპორტების გაერთიანება: ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio ქუთაისის განახლებულ აეროპორტს ვიდეო-რგოლს უძღვნის

access_time2021-06-24 12:10:00

,,ქუთაისი იქცა ტრადიციულ ქართულ დერეფნად ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, რომელსაც განახლებული აეროპორტი მასპინძლობს“ – ასე მოიხსენიებენ ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს მთავარი არქიტექტორები ვიდეო-რგოლში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.


კომპანია UN Studio-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. 3 წუთნახევრიან ვიდეო-რგოლში საუბარია განახლებული აეროპორტის უნიკალურ დიზაინზე და ზოგადად, აეროპორტის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და განსაკუთრებით, იმერეთის რეგიონისთვის.


,,ეს არ არის დანიშნულების ადგილი მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს არის შექმნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმერლებისთვის. ჩვენ შევქმენით ე.წ. ერთობლივი ყვითელი ქოლგა, რომელიც ზოგადად ადამიანების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული. ქოლგის შიგნით არის მესამე სივრცე, შიდა ეზო. ეს არის ამ ორიგინალური ტერმინალის საიდუმლო ელემენტი და სწორედ ეს კონცეფცია გავიზიარეთ ტერმინალის გაფართოებისას. რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და რომანტიკულიც გამხდარიყო“  აცხადებენ ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინის შემქმნელები.



ვიდეო-რგოლში საუბარია იმაზე, რომ ახალი აეროპორტის დიზაინი მთლიანად მგზავრების კომფორტზეა მორგებული.



,,ახალი ინტერიერი აეროპორტის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს 14 ულამაზეს აეროპორტებს შორის მოხვდა. დიდი მადლობა გვსურს ვუთხრათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, სწორედ მათი დაკვეთით შევასრულეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დიზაინი“,-აცხადებენ UN Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები.

თეგები:
UN Studio



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up