აფბა – ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობისგან მკაფიო ახსნა-განმარტებებს საპარლამენტო მოსმენაზე ველით

აფბა – ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობისგან მკაფიო ახსნა-განმარტებებს საპარლამენტო მოსმენაზე ველით

access_time2021-06-04 17:55:27

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ დადებითად აფასებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ელექტროენერგეტიკის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საპარლამენტო მოსმენის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

ამადროულად, აფბა მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენაზე, გააკეთოს მკაფიო ახსნა-განმარტება, რეალურად რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების გადავადება 6 თვით, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად მიღწევადია თუ არა 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება. – ამის შესახებ აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 1 თვის წინ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ პირველმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 1 ივლისს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ვერ ხერხდებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენის დანიშვნაც მოითხოვა. ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა შედეგი და საკითხთან დაკავშირებით, 7 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა გაიმართება.  მოსმენაზე, ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე თანამომხსენებლად ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი, ქ-ნი ირინა მილორავა არის განსაზღვრული.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში გააკეთოს მკაფიო ახსნა-განმარტება, თუ რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევა 6 თვით, რა მიმართულებით არსებობდა ჩავარდნები,  რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ 6 თვის განმავლობაში  და რეალურად, რამდენად შესაძლებელია 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება.


 

აფბას შეფასებით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმისას უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული ბირჟის კომპონენტი. მისმა სრულფასოვანმა ამოქმედებამ ბაზარზე უნდა მოიტანოს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიცაა  ელექტროენერგიით ვაჭრობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა.

 

შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ბირჟის ხელმძღვანელობას ღრმად დაფიქრება მართებს, შეძლებენ თუ არა გაცხადებულ ვადებში ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების პროცესის მართვას, მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს კატასტროფული შედეგი და  დათქმულ ვადებში ვერ ჩატევის პრეცედენტი. დღემდე, ბირჟის მონაწილეებისა და პოტენციური დილერების წინაშე უამრავი გამოწვევა, პრობლემა თუ პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

 

ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩო საბითუმო და საცალო ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის. ადგილობრივი ჰესებისთვის, განსაკუთრებით მცირე ჰესებისთვის, შეუძლებელია პროგნოზირება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი მზომები, აღრიცხვის სისტემები. პრობლემაა ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაში. არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემებიც. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ბაზრის მოათამაშეების ჩართულობას ენერგეტიკული ბირჟის ვაჭრობის სისტემაში. არსებობს სხვა კითხვებიც.

 

აფბა მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, მკაფიო პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას და არ მოხდეს არცერთი ჩავრდნილი საკითხის პანდემიაზე გადაბრალება. ასევე, აფბა თვლის, რომ „ენერგეტიკულმა ბირჟამ“ უნდა  წარმოადგინოს დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება  საიმისოდ, რომ 2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება სრულფასოვნად მოხერხდეს, რათა კიდევ ერთხელ არ მოგვიწიოს რეფორმის  დროში გადავადება და უფრო მეტად არ დავაზარალოთ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ელექტროენერგეტიკული სექტორი“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up