აფბა: გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, გაუგებარია რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

აფბა: გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, გაუგებარია რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

access_time2021-12-20 15:55:35

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბა მუდმივად აკვირდება ქვეყანაში არსებულ სოციალურ – ეკონომიკურ ფონს. მიმდინარე წელი ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, მრავალი ფაქტორის გამო, თუმცა ჩვენი მოსახლეობისთვის გამორჩეულად მძიმე ტვირთს ინფლაციის პრობლემა წარმოადგენს.

ინფლაცია ნოემბრის მონაცემებით 12.5 პროცენტს აღწევს, რაც 4-ჯერ მეტია მიზნობრივ მაჩვენებელზე. ფასების ზრდაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, როგორც საგარეო, ისე საშინაო. ერთ-ერთ გამორჩეულ პრობლემას წარმოადგენს საწვავის ფასის ისტორიულად მაღალი ნიშნული, რომელიც განსაკუთრებულად აძვირებს სამომხმარებლო კალათის კონკრეტულ ჯგუფებს და ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მთლიანად ინფლაციის ფორმირებაზე.

საწვავის ფასი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა და ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 3.38 ლარს აღმატება. თავის მხრივ, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ იყო დაკავშირებული გლობალურ ტენდენციებთან. იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წელს ნავთობის ფასმა ბოლო 2 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთი ბარელის ღირებულება 84 დოლარს ასცდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშიც ვკითხულობთ, სადაც სებ-ი ინფლაციის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, ნავთობის ფასების ზრდას ასახელებს.

თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია არსებითად შეიცვალა და ნავთობის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, უკვე 2 თვეზე მეტია ნავთობის ფასს შემცირების ტრენდი უჭირავს და თუ WTI ტიპის ნავთობი ოქტომბრის ბოლოს 84 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი 68 დოლარამდეა დაცემული, რაც ხელშესახები შემცირებაა.

როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ფასი 2 თვეა მცირდება, ამან ცხადია ასახვა ჰპოვა პლაცსის ფასზეც, რომელიც პირდაპირაა მიბმული ნედლი ნავთობის ფასზე და მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება ამ მიმართულებითაც.


ზემოთ ნახსენებ ფაქტორებს ემატება ეროვნული ვალუტის კურსიც, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა დოლართან მიმართებაში. კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 6 თეთრით (2%-ით) გამყარდა. რაც ასევე ხელს უწყობს საწვავის ფასების შემცირებას საქართველოში.

თუმცა, ჩვენს ზემოხსენებული პოზიტიური გარემოებების მიუხედავად, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები დღემდე არ შემცირებულა. „აფბა“ დიდ ხუთეულად წოდებულ ნავთობიმპორტიორებს მოუწოდებს გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა და გადახედონ საკუთარ საფასო პოლიტიკას. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მცირედით მაინც განმუხტავს დაძაბულ სოციალურ ფონს.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტები სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა ის დადებითი ტენდენციები რომელზეც გავამახვილეთ ყურადღება ასახულიყო ნავთობიმპორტიორების საფასო პოლიტიკაზე. ამის ნათელი დასტურია იმ მცირე არაბრენდირებული კომპანიების ქმედება, რომლებიც საბითუმოდ არ ვაჭრობენ ადგილობრივ ბაზარზე და თავად არიან ნავთობპროდუქტების შემომტანები. ამ კომპანიებმა ფასების შემცირება ჯერ კიდევ გასულ თვეს დაიწყეს.


Bfm.ge


თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up