აფბა “მესამე ძალას“ მოუწოდებს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს

აფბა “მესამე ძალას“ მოუწოდებს საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს

access_time2021-09-16 15:48:23

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“- აფბა პოლიტიკურ პარტია „მესამე ძალას“ და მის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მოუწოდებს, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებული ხედვა საჯაროდ წარმოადგინოს.



როგორც აფბას განცხადებაშია ნათქვამი, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და, შესაბამისად, აუცილებელია, ამ საკითხზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება საფუძვლიან და ობიექტურ გათვლებს ეყრდნობოდეს და არა ზოგად პოლიტიკურ განზრახულობებს.



აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აქტიურად აკვირდება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების განაკვეთის საკითხის.



არჩევნების მოახლოების პარალელურად, საპენსიო სესხების საკითხი კვლავ გააქტიურდა. სამწუხაროდ, წინა პერიოდების მსგავსად, ამჯერადაც პოლიტიკოსების მხრიდან გვესმის განცხადებები, რომელთა შინაარსი ძირითადად ორიენტირებულია პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებასა და ელექტორალურად აქტიური სეგმენტის გულის მოგებაზე. ამ მოცემულობაში არსად ჩანს საკითხის რეალურად გადაჭრის, ანუ ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო ტვირთის შემსუბუქების კონკრეტული ხედვა, რომელზეც არგუმენტირებული ანალიზი და, შესაბამისი გათვლები იქნება წარმოდგენილი.




ბუნებრივია, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და მცდარი მოლოდინების შექმნის საფუძველი ხდება. შესაბამისად, დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკოსების მხრიდან, საფუძვლიანი ანალიზის გარეშე, განცხადებების გაკეთება.



ამდენად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „მესამე ძალას“ და მის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მის პარტიას საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა გააჩნია, საჯაროდ წარმოადგინოს პარტიის ხედვა. მოხარული ვიქნებით, თუ პარტიის მიერ წარმოდგენილი იქნება აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების დეტალური ანალიზი.



რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარტიის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საფუძვლიანი ანალიზი, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს 20%-მდე, როგორც ეს თავად გიორგი ვაშაძის მიერ არის გაცხადებული მის ერთ-ერთ ინტერვიუში.



მიგვაჩნია, რომ თუკი გიორგი ვაშაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვთ საფუძვლიანი მოკვლევა და ანალიზი, მნიშვნელოვანია მოხდეს მათი კონკრეტული ხედვისა საჯაროდ გამოქვეყნება.



მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეიქმნა საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებული სატენდერო კომისია და გაჩნდა საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების ახალი შესაძლებლობა, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ უსაფუძვლო აქტივობებს და საპენსიო სესხებთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება გააკეთონ კონკრეტულ გათვლებზე, კვლევებზე და რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით.



მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობამ გადაინაცვლოს უკანა პლანზე და გაიხსნას საფუძვლიანი ღია და საჯარო დისკუსია საკითხით დაინტერესებული პოლიტიკოსების, სფეროს სპეციალისტების, ფინანსისტების, ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up