აფბა მთავრობას სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს

აფბა მთავრობას სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს

access_time2023-03-01 14:30:47

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ეხმაურება ბოლო პერიოდში სურსათზე მაღალ ფასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსა თუ ინიციატივებს და მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. როგორც აფბა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, FAO-ს ინდექსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირდება, თუ ლარის კურსსაც გავითვალისწინებთ, გასაგებია საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი სურსათის ფასებთან მიმართებაში.


„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „აფბა“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა და ეკიდება ქვეყანაში ფასების საერთო დონესა და ინფლაციასთან დაკავშირებულ პროცესებს. იმდენად, რამდენადაც ჩვენი მოსახლეობისთვის ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.


ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადაცემა აქვთ ფასების საერთო დონეზე, განსაკუთრებით კი სასურსათო პროდუქციაზე, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკის თავისებურებიდან გამომდინარე, სასურსათო პროდუქტების წილი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სამომხმარებლო კალათაში და მისი წილი 30%-ს აღმატება.


განსაკუთრებული ყურადღება პროცესმა მას შემდეგ მიიქცია, რაც კონკურენციის სააგენტოს მიერ, პრემიერის სპეციალური დავალების შედეგად ჩატარებული, სურსათის ბაზრის კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სასურსათო პროდუქციის იმპორტისას, მთელ რიგ ხშირ შემთხვევებში, მარჟა 100%-საც უტოლდებოდა.


თუ დავაკვირდებით სურსათის ფასების გლობალურ ინდექსს (fao),რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განუხრელად მცირდება. ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ ეროვნული ვალუტის კურსს, რომელიც ამავე პერიოდში საშუალოდ 18-19%-ით არის გამყარებულ, აშშ დოლართან მიმართებაში, სავსებით ლოგიკური და გასაგებია საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი სურსათის ფასების, პრაქტიკულად ძველ ნიშნულზე შენარჩუნების გამო.



აფბა ასევე ყურადღებით აკვირდება ამ პროცესებში მთავრობის ქმედებებს, რომელიც გარკვეულწილად რეგულატორის როლშია წარმოდგენილი და ცდილობს დაარეგულიროს რითეილ სექტორსა და იმპორტიორებს შორის არსებული ურთიერთობები“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.


აფბა-ში მიაჩნიათ, რომ პროცესში მწარმოებლებსა და რითეილ სექტორს შორის არსებული ურთიერთობები არ უნდა დავივიწყოთ, სადაც, აფბა-ს შეფასებით, ბევრი სპეციფიკური პრობლემა ფიქსირდება და ეს პრობლემები ასევე გახლავთ სურსათზე მაღალი ფასების არსებობისა და კონკურენციის ხელშემშლელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც.


„კონკრეტულად კი, რითეილ სექტორი მეწარმეებს სოლიდურ თანხას სთხოვს პროდუქციის საკუთარ დახლებზე განთავსების სანაცვლოდ. ამ არაფორმალურ გადასახადს რითეილ სექტორი მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხრიდან ე.წ. გარანტიად ითხოვს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივ მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საბრუნავი „ქეშის“ პრობლემაც კი აქვთ ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ფინანსური გარანტიების გაღება არ შეუძლიათ რითეილ სექტორის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც რითეილ სექტორი ყველა ფილიალზე ცალ-ცალკე ითხოვს საკმაოდ სოლიდურ საგარანტიო თანხას.


შესაბამისად, რითეილ სექტორის ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ზღუდავს ბაზარზე კონკურენციას და არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და დიდ მიმწოდებლებს. ეს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასებზეც.


იმდენად, რამდენადაც მთავრობა სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებას „სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის“ მოთხოვნათა შესაბამისად განიხილავს, აფბა მოუწოდებს მთავრობას ევროკავშირის ამ კანონის განხილვისას მხედველობაში მიიღოს ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა და ყველა მწარმოებელს მისცეს თანაბრად განვითარების საშუალება, რაც თავის მხრივ გააჯანსაღებს ბაზარს და გაზრდის არსებულ კონკურენციას.


ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „აფბა“ ცალსახად ემიჯნება რაიმე ფორმით ღია ბაზარზე ჩარევის პოლიტიკას და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ ღია და თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების გამოყენებით მიესალმება“, - განმარტავენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.


თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up