აფბა ნათია თურნავას მიმართავს - გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს  ენერგოსექტორისთვის

აფბა ნათია თურნავას მიმართავს - გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ენერგოსექტორისთვის

access_time2021-07-19 15:45:14

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე და   უზრუნველყოს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორება.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ნათია, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას.

 „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ უკვე არაერთხელ შეეჩეხა ენერგეტიკის სექტორში არსებულ  გამჭვირვალობის პრობლემას, რომელიც, შესაძლოა, დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს მთლიანად ენერგოსექტორისთვის.

კერძოდ, უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ სექტორში არსებულ ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია დარგში ფინანსური ნაკადების მოძრაობასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალურ ტარიფებთან (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) თუ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებზე თავისუფლად წვდომასთან. თუმცა, სამწუხაროდ და ჩვენდა გასაოცრად, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ვაწყდებით გაუგებარი პასუხებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების აბსოლუტურად მიუღებელ მცდელობებს.

ჩვენი არაერთი საჯარო მიმართვის მიუხედავად, თითქმის ექვსი თვეა უშედეგოდ ვცდილობთ ესკოს მხრიდან მივიღოთ ინფორმაცია 2016-2021 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) შესახებ და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია არაერთხელ გასაჯაროვდა კერძო, იმპორტიორი კომპანიის მხრიდან. ესკო განსაკუთრებით აქტიურად მალავს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებს, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.


დღემდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია ვერც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“, ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ  ამ საკითხის შესასწავლად სსე-ში პროკურატურაა შესული და საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს.

საკმაოდ დიდი პრობლემები არსებობს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გარშემო, რაზეც ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა და  რეფორმა, რომელიც ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  კიდევ ერთხელ დგას დროში უსასრულოს გადავადების საფრთხის წინაშე.

ქალბატონო ნათია, გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მოგიწოდებთ ყურადღება გაამახვილოთ ენერგეტიკაში არსებულ უმწვავეს პრობლემებზე, უზრუნველყოთ სექტორში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. ვინაიდან, მსგავსი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ  სახელმწიფო კომპანიები, სამწუხაროდ, აუცილებლად დამაზიანებელი აღმოჩნდება.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ერთმნიშვნელოვნად ვემხრობით საქართველოში ენერგეტიკიკის სექტორი განვითარების შეუქცევადობას.

სწორედ ამიტომ, განწყობილი ვართ ჯანსაღი პარტნიორობისთვის სექტორთან, თუმცა საპასუხო ადეკვატურ განწყობას ვერ ვხედავთ.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, გვინდა მკაფიოდ განვმარტოთ, რომ ჩვენი მოწოდებები აღქმული უნდა იყოს, როგორც ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში მოკავშირის მოწოდებებად და არა, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე ორგანიზაციის განცხადებებად.

სწორედ ამიტომ,  კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, ენერგეტიკის სექტორში დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up