აფბა: „პირველი შედეგი მიღწეულია - ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი საპარლამენტო მოსმენას დასთანხმდა“

აფბა: „პირველი შედეგი მიღწეულია - ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი საპარლამენტო მოსმენას დასთანხმდა“

access_time2021-05-20 09:55:54

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიესალმება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) გენერალური დირექტორის, ქალბატონ ირინა მილორავას დადებით გამოხმაურებას, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დადგენისათვის საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ველით, ენერგეტიკული ბირჟის რეფორმის დათქმულ ვადაში ვერ დაწყების მიზეზების გარკვევის მიზნით, საპარლამენტო განხილვის ჩანიშვნას. პირველი შედეგი, მიგვაჩნია, რომ მიღწეულია, რამდენადაც ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ქალბატონი ირინა მილორავა, საჯარო გამოსვლისას, დასთანხმდა საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობას. ეს ფაქტი იმედს გვაძლევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფორმატში დისკუსია მოეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის მიმდინარეობის შეფერხების მიზეზების თაობაზე, როგორიც ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმაა.
იმედი გვაქვს, რომ როგორც ენერგეტიკული ბირჟა, ისე მისი დამფუძნებელი სახელმწიფო კომპანიები ესკო (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების განსახილველად მოსმენის მოწყობის თხოვნით.


აფბას მიაჩნია, რომ სადღეისოდ, ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი დარგი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ორგანიზაციის აქტივობები, რაც უკავშირდება ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. მიგვაჩნია, რომ თუ არ იქნება სწორი და სწრაფი განვითარება ენერგეტიკაში, არ იქნება არც ეკონომიკური განვითარება, რაც საფრთხეს და რისკებს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დემოკრატიზაციის პროცესს.


ფაქტია, ეკონომიკის სამინისტროს სწორად და მართებულად აქვს განსაზღვრული ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკა, როცა მხარს უჭერს ენერგობაზრის გახსნას, მის ლიბერალიზაციას და ამ გზით ჰარმონიზაციასა და დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან და სტრუქტურებთან.



აფბას მიაჩნია, რომ სწორად განსაზღვრულ პოლიტიკას აუცილებლად ესაჭიროება ასევვე სწორად, დროში ცდომილებების გარეშე გათვლილად, კორუფციული რისკების მინიმიზებით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან გულწრფელი და ხარისხიანი კომუნიკაციით, საჭირო და სავალდებულო რეფორმების განხორციელება. ამ საქმეში კი, ანუ რეფორმების და ინიციატივების მენეჯმენტში, არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და რომლებზე არადამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაშიც, ადგილებზე მენეჯმენტის განმახორციელებელმა პირებმა მათი წილი პასუხისმგებლობა კონკრეტული ადმინისტრაციული მოქმედებებით უნდა იკისრონ.


აფბას მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ ფორმატით მუშაობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ნებისმიერი რეფორმის, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული რეფორმის, სწორად და სწრაფად განხორციელება“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up