აფბა: რეფორმა ჩავარდა, ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ, 1 ივლისს ვერ ამოქმედდება

აფბა: რეფორმა ჩავარდა, ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ, 1 ივლისს ვერ ამოქმედდება

access_time2021-05-17 11:00:17

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით მორიგ მნიშვნელოვან ჩავარდნაზე.


აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


“ენერეგეტიკაში არსებული ვითარებით და დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოება ელის 2021 წლის 1 ივლისს, როცა რეალურ რეჟიმში უნდა ამოქმედდეს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. ანალიტიკოსები და დარგის სპეციალისტები ბაზრის ამ რეფორმიდან, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან სასიკეთო იმპულსებს ელიან, ისეთებს, როგორიცაა ელექტროენერგიით ვაჭრობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა.
აფბა, აქტიურად სწავლობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ენეგეტიკული ბირჟის ეფექტურად ამოქმედებისთვის, საკმარისზე მეტი დრო იყო (3 წელი რეფორმის მოსამზადებელი უწყებათშორისი ჯგუფები მუშაობდნენ საკითხზე, ხოლო წელიწადზე მეტია, რაც უკვე საკუთრივ ბირჟა ჩამოყალიბდა) პასუხისმგებელმა პირებმა ვერ მოახერხეს დროშის წორად გაეთვალათ რეფორმის ეტაპები. მათ ვერ შეძლეს, რომ დამოუკიდებლად თუ სახელმწიფოს რაიმე ფორმით მონაწილეობით, ბაზრის ფიგურანტები, ტექნიკური თვალსაზრისით, დროულად მომზადებულიყვნენ რეფორმისთვის.


სამწუხაროდ, ჩვენ დღესვე შეგვიძლია დანანებით აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ვადებში ვერ ეტევა. ამ ყველაფერზე კი პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მენეჯმენტს, ასევე ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე-ს (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), რომლებიც „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დამფუძნებლები არიან. ამასთან პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევთ ეკონომიკისა და ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელობასაც.


უკვე ნათელია, რომ დარგის განვითარება თვითდინებით ხდება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, განახლებადი ენერგიების სადგურებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ჩათვლით, შეყოვნებული ან ჩაშლილია დარგის ხელმძღვანელობის სრული ვერტიკალის მონაწილეობით ან უმოქმედობით.



სამწუხაროდ, ის რაც ახლა ხდება, აფბასთვის მოულოდნელი არ არის, რამდენადაც ჩვენთვის ცხადია, რომ დარგში, სადაც გამჭვირვალობისადმი დამოკიდებულება აგდებულია და სადაც საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება ნულამდეა დასული, მუდამ იქნება მსგავსი და უარესი ფაქტები. შეგახსენებთ, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, როგორც ესკოს, ისე სსე-ს მხრიდან საკუთრივ ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მიიღო პასუხები ელემენტარულ კითხვებზე -თუ რატომ არ ქვეყნდება იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ საკონტრაქტო ფასი და რა მდგომარეობაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი კონკრეტული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში ჩატევის და თანხების ათვისების თვალსაზრისით.


აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ სსე-ს საქმიანობით დაინტერესებულია საქართველოს მთავარი პროკურატურა, რაც ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ კომპანიაში ადგილი აქვს კანონთან შეუსაბამო ქმედებებსა თუ სავარაუდო კორუფციულ ქნედებებს. ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ დარგში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულობის მაქსიმალური სტანდარტის დამკვიდრება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში შედის.


„ენერგეტიკული ბირჟის“ რეფორმის ჩავარდნის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე - არაპროფესიონალიზმთან, საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასთან, არაკომპეტენტურობასთან თუ კიდევ რაიმე უფრო მძიმე მოვლენასთან, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების მრავალგზის საზეიმოდ დაანონსებული თარიღი მრავალი თვით გადაიწევს. ეჭვს ბადებს ის გარემოებებიც, რომ ბირჟის ამოქმედების დროში გადავადება უკვე მეორედ ხდება და ამ ჩავარდნის გამო არცერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.


ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას, რათა მან უზრუნველყოს „ენერგეტიკული ბირჟის“ რეფორმის ფაქტობრივი ჩავარდნის მიზეზების დასადგენად ღია და საჯარო საპარლამენტო მოსმენა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ბირჯის მენეჯმენტი, ისე მისი დამფუძნებელი ორგანიზაციების -ესკოსა და სსე-ს პირველი პირები, დარგის ხელმძღვანელი პირები, ვისი უშუალო პასუხისმგებლობაც არის ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის წარმატებით განხორციელება.


ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ღია, საჯარო და გულწრფელ დისკუსიაში შეიძლება გამოიკვეთოს ის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვარდება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი და რეფორმა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up