აფბა საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესზე მსჯელობის გაგრძელებას ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ითხოვს

აფბა საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესზე მსჯელობის გაგრძელებას ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ითხოვს

access_time2021-12-17 11:15:29

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილოს „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესი და უმოკლეს დროში მიიღოს გადაწყვეტილება მისი შემდგომი საქმიანობის შესახებ“, – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გავრცელდა. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:



„ჩვენი ორგანიზაცია იყო ინიციატორი საკითხისა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის გაჭიანურებული პროცესი მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო და ლოგიკურ დასასრულამდე მისულიყო.



სასიხარულოა, რომ აფბას ამ ინიციატივას მოჰყვა საკმაოდ აქტიური გამოხმაურება, როგორც ექსპერტთა და ანალიტიკოსთა წრიდან, ისე საკუთრივ ფონდის მენეჯმენტის მხრიდან. მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგა მსჯელობა და რეალურად გაიხსნა ღია დისკუსია საკითხთან დაკავშირებით.



დღესდღეობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის და მისი ქმედითი ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობაზე თანხმდება ყველა. ეს აზრი აქვს საქართველოს მთავრობას, ფონდის მენეჯმენტი საერთოდაც რამდენიმე წლის წინ გამოდიოდა აღნიშნული ინიციატივით, იგივე პოზიციას იზიარებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციები.




გამოიკვეთა, გადასაწყვეტ საკითხთა სპექტრი, რომელთა თაობაზეც სწრაფმა და ეფექტიანმა გადაწყვეტილებებმაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ფონდის პოტენციალის სრული მასშტაბით ამოქმედებამდე.



კერძოდ:

  • გადასაწყვეტია ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ფორმატი. ანუ, უნდა დარჩნენ თუ არა მის სამეთვალყურეო საბჭოში საქართველოს მთავრობის წევრები, თუ ფონდი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც სუვერენული საფინანსო ინსტიტუტი.

  • კონცეპტუალურად გადასაწყვეტია ასევე, უნდა დარჩეს თუ არა შვილობილი კომპანიები ფონდის შემადგენლობაში, მის აქტივებში. ამ კონტექსტმა უნდა განსაზღვროს, თავის მხრივ, შემდგომ ფონდის როგორც დაფინანსების წყაროები (ეს უნდა იყოს მისი საკუთარი შემოსავლები განხორციელებული პროექტებიდან, თუ იგი უნდა გადავიდეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე), ისე ზოგადად მისი მანდატი.

  • გადასაწყვეტია, თუ როგორ, რა ფორმით, რა ფორმატით და რა გრაფიკით, მოხდება ფონდის მიერ გაწეული იმ დანახარჯის დაბრუნება, რაც მან მთავრობის უშუალო და ოფიციალური დავალებით გასწია უკვე განხორციელებულ პროექტებში. ან მოხდება თუ არა ეს საერთოდ. ჯამში ასეთი დაბანდების მოცულობა 563 მლნ აშშ დოლარია.

  • განსასაზღვრია ფონდის შემდგომი საქმიანობის პრიორიტეტები. იქნება ეს მაღალტექნოლოგიურ და ექსპორტზე ორიენტირებულ პროექტებზე დაკონცენტრირება და ბიზნესის რისკის გაზიარება (განსაკუთრებით რეგიონებში), თუ კიდევ სხვა მიმართულებები.



ეს არის ის ძირითადი პრინციპული საკითხები, რომლებზე გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ ოპერატიულ რეჟიმში უნდა მიიღოს, რადგან 2018 წლის შემდგომ, ფაქტობრივად გაჩერებულმა ფონდმა რეფორმირების შედეგად ახალი განვითარება იპოვოს და გაუჩნდეს გაცილებით მეტი საშუალება ინვესტიციის მოსაზიდად, ვიდრე ეს მას აქამდე ჰქონია.



ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი, მიგვაჩნია, რომ უკვე მიღწეულია. ეს არის ის, რომ ფონდის რეფორმირების თაობაზე მსჯელობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.



მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალობის თამასა, საკითხთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მაღლა ასწიოს და მსჯელობა გაგრძელდეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ოფიციალურ დონეზე მოსმენილ იქნას, როგორც ფონდის მენეჯმენტის მოსაზრებები, ისე თემით დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ ცალკეული ანალიტიკოსების ხედვები“, – ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


bfm.ge


თეგები:
ფონდი აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up