აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

access_time2021-05-29 11:29:52

„ახალგაზრდა ფინანისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ესკოს („ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“) და სენბის („საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“) მიმართა და სთხოვა ორგანიზაციას მიაწოდონ მათი ხედვები, თუ რა მიზეზების გამო გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ ბირჟა ხელახლა დათქმული ვადის, ანუ 6 თვის შემდგომ მაინც ამოქმედდება. შეგახსენებთ, სსე და ესკო „ენერგეტიკული ბირჟის“ თანაბარწილოვანი დამფუძნებლები არიან. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ იყო პირველი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დათქმულ ვადაში, ანუ 2021 წლის 1 ივლისს ვერ მოხერხდებოდა. მხოლოდ აფბას განცხადების შემდეგ, იმავე დღეს, ჯერ ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო შემდგომ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა პირებმა დაადასტურეს, რომ რეფორმის ამოქმედება დროში გადავადდებოდა. მანამდე, ბირჟის ხელმძღვანლობა ყველა შესაძლო შემთხვევაში, ეჭვმიუტანლად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

აფბას პოზიციით, რეფორმის ამოქმედების შედეგად ენერგეტიკის სექტორში მიიღწეოდა ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიცაა - ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებას თავად მთავარი ფიგურანტებისგან ჰქონდეს სრულყოფილი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა დათქმულ ვადებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და არ მოხდეს ყველა პრობლემის გადაბრალება პანდემიაზე და კიდევ სხვა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებზე.

მიუხედავად იმისა, რომ აფბა უკვე არაერთხელ შეეჩეხა იმ გაუმჭვირვალე პოლიტიკას, რომელსაც ესკო და სსე ატარებენ არსამთავრობო სექტორთან კომუნიკაციის დროს, მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დამფუძნებელი სახელმწიფო კომპანიები გამოიჩენენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ოფიციალურად უპასუხებენ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.


აფბა, ასევე მიმართავს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟას“, მოგვაწოდოს დეტალური და კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების გადავადება (რასაც თავად შეძლებისდგავარად ლამაზი ფორმით, საათობრივი ვაჭრობის (ანუ ბირჟის ფუნქციობის განმსაზღვრელი ფაქტორის) გადავადებას უწოდებენ), რომელი პუნქტების შესრულება ვერ მოხერხდა და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მათ მიერვე გაცხადებული შემდგომი 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში. ვთხოვთ, დააფიქსირონ, ნამდვილად არიან თუ არა დარწმუნებულნი, რომ ბირჟა ამოქმედებას მოახერხებს 2022 წლის 1 იანვარს (მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, საათობრივი ვაჭრობის დაწყებას), - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები:
აფბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up