აფბამ საპენსიო საკითხების შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელს” ოფიციალური კითხვებით მიმართა

აფბამ საპენსიო საკითხების შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელს” ოფიციალური კითხვებით მიმართა

access_time2021-09-23 12:55:54

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკურ მოძრაობას „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ოფიციალური კითხვებით მიმართავს.



როგორც აფბას მიმართვაშია აღნიშნული, ორგანიზაცია აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების განაკვეთის საკითხს. შესაბამისად, მიესალმება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ წამოწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური კომუნიკაციის ფორმით სთხოვს ორგანიზაციას გააცნოს მათ მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონის პროექტის იმპლემენტაციის პრაქტიკული ასპექტები.



აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:



„ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა აქტიურად სწავლობს საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემების მომსახურების და მათთან დაკავშირებული საბანკო სესხების განაკვეთის საკითხის.



გვინდა აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით თქვენს წამოწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დეტალურად გავეცანით თქვენს მიერ ინიციირებულ კანონის პროექტს. მოცემული ხედვა ერთმნიშვნელოვნად საინტერესოდ ჟღერს, თუმცა გვინდა ოფიციალური კომუნიკაციის ფორმით უფრო დეტალურად გაგვაცნოთ თქვენს მიერ ინიციირებული კანონის პროექტის იმპლემენტაციის პრაქტიკული ასპექტები.



თქვენ მიერ ინიციირებულ კანონის პროექტში პენსიის გაცემის კუთხით, აღნიშნულია შემდგომი პრინციპი, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს პენსიის აღების საშუალება ნებისმიერ ბანკში ჰქონდეთ. მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ზონებში მართლაც შესაძლოა არჩევანის თავისუფლების მინიჭება, თუმცა საინტერესოა როგორ დარეგულირდება აღნიშნული საკითხი რთულ გეოგრაფიულ რეგიონულ ზონებში?




გთხოვთ, უფრო დეტალურად გაგვაცნოთ თქვენი ხედვა აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკული ასპექტების თაობაზე. კერძოდ, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში (თუ ერთ ინსტიტუციას არ ექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით პენსიის გაცემის ვალდებულება), რთულ გეოგრაფიულ ადგილებში, შესაძლოა, პენსიის დარიგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნას?



გთხოვთ, დეტალურად მოგვაწოდოთ აღნიშნულ საკითხზე თქვენი ხედვა.



თქვენ მიერ ინიციირებული კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ – „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი,
რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები იღებენ“.



აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ გაგვაცნოთ თქვენს მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზი.



კერძოდ, საინტერესოა კანონის პროექტის შემუშავების პროცესში, რა ფაქტორებზე დაყრდნობით დაადგინეთ ის დასკვნა, რომელიც ციტატის სახით არის ზემოთ მოცემული.



ასევე, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენ მიერ ბაზრის კვლევის კონკრეტული შედეგები. კერძოდ, როგორია ბაზარზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 1000 ლარამდე სამომხმარებლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე?



თქვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მუდმივად ისმის საპროცენტო განაკვეთების ოდენობის კრიტიკა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება ნებისმიერ მცდელობას, რაც შეიძლება დაბალ პროცენტში ჰქონდეთ უფროსი თაობის ადამიანებს პენსიის აღების საშუალება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა, კერძოდ:



3.1. თქვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ხშირად ისმის მოსაზრება, რომ დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი. გთხოვთ განგვიმარტოთ, ამ განცხადების შინაარსი. კერძოდ, ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ სხვა ბანკებში არსებული იდენტური სასესხო პროდუქტის შედარებითი ანალიზი თუ რაიმე სხვა ფაქტორები?

3.2. აქვე გკითხავთ, რა ოდენობის საპროცენტო განაკვეთი არის თქვენთვის მისაღები და გთხოვთ, განგვიმარტოთ კონკრეტულად რა ანალიზზე დაყრდნობით გამოთვალეთ მისაღები საპროცენტო განაკვეთი?

ბოლოს გკითხავთ, 25 მაისს ინიციირებულ კანონის პროექტში განხილვის ბოლო ვადა მითითებულია 24/09/2021. როგორც ჩანს აღნიშნულ ვადაში განხილვის დასრულება ვერ მოხერხდა. გთხოვთ, განგვიმარტოთ განხილვის გაჭიანურების მიზეზები და აქვე გაგვაცნოთ თქვენი ხედვა კანონის პროექტის შემდგომ საპარლამენტო სესიებზე განხილვასთან დაკავშირებით.



წინასწარ მადლობას გიხდით ეფექტური თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, გთხოვთ, გონივრულ ვადაში (24.09.2021-მდე) გვიპასუხოთ ზემოთ მოცემულ კითხვებზე“, – აღნიშნულია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up