აფეთქება ახალქალაქში - ქალს კართან, საჩუქრებთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდეს

აფეთქება ახალქალაქში - ქალს კართან, საჩუქრებთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუდეს

access_time2022-12-15 15:59:40

ახალქალაქში ე.წ. სამხედრო დასახლებაში მდებარე N500 კორპუსში მცხოვრებ ინგა მაისურაძის სახლში აფეთქება მოხდა. როგორც მისი მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, ასაფეთქებელი ნივთიერება საჩუქარში იდო. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

 

აფეთქება კორპუსში 13 დეკემბერს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხდა. როგორც  მეზობლები ამბობენ,  თავდაპირველად ეგონათ რომ გაზმა გაჟონა.

 

„დიდი ხმა იყო თავიდან გვეგონა, რომ გაზი აფეთქდა ან წვრთნები იყო, მაგრამ როგორც ახლა ამბობენ გაზი არაფერ შუაშია. იმხელა აფეთქება იყო, რომ ორივე ფანჯარა ჩაიმსხვრა“, – ამბობენ ადგილობრივები.

 

ზურიკ ღაზრიანი ერთ–ერთი პირველია, რომელიც ინგა მაისურაძის სახლში მომხდარ აფეთქებას შეესწრო.

 


„სახლში ვიყავი, მე მეოთხეზე ვცხოვრობ, ეს გოგო მესამეზე. მეორე სართულზე მქონდა საქმე, სახლიდან რომ გამოვედი მაშინ აფეთქდა. უცბად ცეცხლი გაჩნდა, ამ დროს კარი გაიღო და ეს გოგო გამოვარდა ყვირილით. არ ვიცოდი რა მოხდა. მეზობლები გარეთ გამოვრბოდით, გაზი გვეგონა, მაგრამ ინგამ გვითხრა რომ გაზი არ არის,  ეს ერთი აფეთქება იყო და მეტი არ იქნებაო. არ ვიცი რა იყო მაგრამ, რაღაც ძლიერი აფეთქდა,  მე მის ზემოთ ვცხოვრობ და ჩემი სახლიც დაზიანდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“  ზურიკ ღაზრიანი.

 

ინგა მაისურაძის ოჯახის ახლობელი და მეზობელი მალხაზ მაისურაძე გვიყვება, რომ აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეზობელს ინგას სახლის კართან, სასაჩუქრე ყუთი დაუნახავს, რომელიც მოგვიანებით მაისურაძემ სახლში შეიტანა.

 

„ინგა ჩემთან შეიყვანეს სახლში, შეშინებული იყო დაზიანებები არ ჰქონდა. მეზობელს დაუნახავს, რომ კარებთან იდო საჩუქრის ყუთი, შამპანურები და ტორტი ყოფილა. ინგამ როგორც პოლიციელებს მოუყვა, ყუთი რომ გაუხსნია იქ ყოფილა კიდევ რაღაც  შეხვეული. არ ვიცი რა იფიქრა, ვიღაცისთვის დაურეკავს შიგნით კიდევ მწვანე რაღაც დევსო. ეს ოთხში დასარეკად გასულა, ამ დროს სამზარეულოში აფეთქებულა“,- გვითხრა მალხაზ მაისურაძემ.

 

მისივე თქმით დაკავებულია ერთი პირი, მაგრამ ვინ,  არ იცის.

 

ინგამ მაისურაძემ, რომ საჩუქარი მიიღო, ამას თავის და, ნინო მაისურაძეც გვიდასტურებს: „ვიცი რომ რაღაც საჩუქარი მიიღო ცელოფნით და კართან იდო, მაგრამ ვინ მიუტანა და რა მოხდა ეს დეტალები არ ვიცი“,- ამბობს იგი.

 

წყარო: სამხრეთის კარიბჭე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up