რუსი აგრესორები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის კადრებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ზაპოროჟიე. სწორედ ახლა რუსული რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან შენობას. რუსეთი ცხოველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს. ურტყამს საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი, ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული ქვეყანა ჩვენი ქალაქების, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის განადგურებას ცდილობს.
ეს არ უნდა გახდეს „უბრალოდ ჩვეულებრივი დღე“ უკრაინაში, ევროპასა თუ მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს მეტი ერთობა და მონდომება, რომ უფრო სწრაფად დავამარცხოთ რუსული ტერორი და დავიცვათ სიცოცხლე,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.