კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეშმა ვაქცინის მესამე დოზა მიიღო.
imedinews.ge