„აფთიაქების რაოდენობას განაპირობებს მოთხოვნა“ - რას პასუხობენ ჯანდაცვის მინისტრს ფარმაცევტთა ასოციაციაში

„აფთიაქების რაოდენობას განაპირობებს მოთხოვნა“ - რას პასუხობენ ჯანდაცვის მინისტრს ფარმაცევტთა ასოციაციაში

access_time2023-02-20 13:00:11

„ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა  პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე  რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ წამლებზე შესაძლო დეფიციტზე საუბრისას განაცხადა.

  

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, მართლაც საჭიროზე მეტი აფთიაქი ფუნქციონირებს თუ არა დღეს ქვეყანაში და როგორია ამ მიმართულებით მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი

 

 

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აფთიაქების რაოდენობას მათზე მოთხოვნა განაპირობებს.

 

 

„არ ვიცი, მინისტრმა რასთან მიმართებაში თქვა, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი აფთიაქი არსებობს, მოსახლეობის რაოდენობასთან? ტერიტორიის მოცვასთან? იმიტომ, რომ ნებისმიერი აფთიაქი იქნება ეს, თუ სურსათის მაღაზია, უკაცრავად ასეთი შედარებისთვის, მაგრამ იხსნება მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ანუ აფთიაქების რაოდენობას განაპირობებს მოთხოვნა, რომელიც მოსახლეობას აქვს, ამ შემთხვევაში მედიკამენტების მიმართ. აქედან გამომდინარე, აფთიაქი დოტაციაზე არ არის და მუშაობს მოთხოვნილების შესაბამისად და აქედან გამომდინარე, არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას ამ ეტაპისთვის.


 


რაოდენობა იდეა-ფიქსი ხომ არაა? რომ ვიღაცამ გადაეწყვიტა რომ უნდა ყოფილიყო 100 და რატომაა ახლა 300. რადგან არის 300, სამასივე აუცილებელია და საჭიროებიდან გამომდინარეობს, ხომ? როცა არ უნდა შეხვიდე აფთიაქში, არის რიგი. ანუ არის მოთხოვნა. ახლა სამჯერ მეტი იქნება ეს, თუ 5-ჯერ მეტი, N ციფრიდან გამომდინარე, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარი არის, რომ აფთიაქები მუშაობენ საჭიროებიდან გამომდინარე.

 


შესაძლებელია ევროპასთან შედარებით, მოსახლეობიდან გამომდინარე, ტერიტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე იყოს მეტი, მაგრამ არის მეტი იმიტომ, რომ ეს სჭირდება მოსახლეობას,“ - აცხადებს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე.

 

 

შეგახსენებთ, აფთიაქების გადაჭარბებულ რაოდენობაზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით,  პრობლემები შეიძლება ხელოვნურად იქმნებოდეს აფთიაქების გაფანტულობის გამო.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up