აფხაზეთი ახალი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

აფხაზეთი ახალი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

access_time2021-06-26 16:00:16

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვებზე ალაპარაკდნენ – ე.წ. პარლამენტის დეპუტატები მოელიან, რომ ინტენსიური ენერგომოხმარების გამო უკვე სექტემბერ–ოქტომბერში მოსალოდნელია ენერგოდეფიციტის ახალი ტალღა.

 

ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“ ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა, არ უარყოფს, რომ ენერგეტიკის პრობლემები ამ დღეებში დეპუტატების ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრის დროს განიხილებოდა.

 

ამ შეკრების მონაწილის, ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის ნატალია სმირის თქმით, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ის 40%, რომელიც აფხაზეთს ენგურჰესიდან ეკუთვნის, მთლიანად ამოიწურება და ენერგოდეფიციტი გარდაუვალია.

 

„ენგურიდან ჩვენ წელიწადში 2 მლრდ. კვტ.სთ–ზე მეტს ვხარჯავთ, მაგრამ ჩვენთვის 2 მლრდ.–ც არსებულ კვოტაზე მეტია. ჩვენ უკვე 2 წელია ლიმიტს ვაჭარბებთ, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტების მაინინგი გააქტიურდა. როგორც წესი, ყოველ წელს ზაფხულში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ენერგომოხმარების ზრდა გვაქვს, მაგრამ ადრე ეს 20–30% იყო. დღეს კი გაცილებით მეტია – მაგალითად, თუ აქამდე ზაფხულში ჩვენ დღეში 6–7 მლნ. კვტ.სთ.–ს მოვიხმარდით, დღეს უკვე 9 მლნ.–ს. ეს ჭარბი 2 მლნ. – სწორედ მაინინგის შედეგია“,  – ამბობს სმირი.

 

მისი თქმით, პრობლემას ორი მხარე აქვს – ერთია – ენერგიის წყარო, თუმცა, ეს საკითხი რომც გადაწყდეს, მეორე პრობლემა უფრო რთულია – ამდენი ელექტროენერგიის მიღება და განაწილება მოძველებულ ენერგოსისტემას არ შეუძლია.

 


„ამიტომაც, ენერგოკრიზისიდან გამოსავალი არა დამატებითი ელექტროენერგიის მიღება, არამედ მაინინგთან ბრძოლაა. ამის გარეშე ჩვენი ენერგოსისტემა მუდმივად იქნება ავარიულ მდგომარეობაში“, – მიიჩნევს ე.წ. დეპუტატი.

 

მისი თქმით, პარლამენტმა არსებული კანონმდებლობა გაამკაცრა და სამართალდამცავ ორგანოებს კრიპტიფერმების წინაამღდეგ ყველა საჭირო ბერკეტი მისცა, თუმცა, ეფექტი ძალიან მცირეა.

 

„თავიდან მაინერებთან ბრძოლა შედარებით აქტიური იყო, თუმცა, საბოლოო შედეგები მაინც ვერ მივიღეთ – მრავალი ფერმის დახურვის მიუხედავად, ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, ეს კი ნიშნავს, რომ მაინინგი კვლავ გრძელდება“, – მიიჩნევს ნატალია სმირი.

 

ე.წ. საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის აზრით, არის კიდევ ერთი პრობლემა – რუსეთი აფხაზეთის ენერგოობიექტების პრივატიზების აკრძალვის გაუქმებას და ამ დარგში ინვესტორების შემოშვებას ითხოვს, თუმცა, გაურკვევლია, სად და რა პირობით.

 

„რატომ ვაყენებთ საკითხს ისე, თითქოს „ინვესტიციები“ და „პრივატიზაცია“ – ერთი და იგივეა? თანაც არ ვიცით, რუსეთი რის ყიდვას აპირებს და რა გეგმა არსებობს ენერგეტიკაში ინვესტირებასთან დაკავშირებით? რისი ყიდვა უნდათ და რისი გაყიდვისთვის ვართ მზად ჩვენ? არავინ არაფერს გვეუბნება. ისე კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ენერგეტიკის პრივატიზება ტარიფების ზრდას გულისხმობს, რაც ასევე ყველა დანარჩენი საქონლის და მომსახურეობის გაძვირებას გამოიწვევს. მაშინ ხელისუფლებამ ხელფასების შესაბამის ზრდაზე უნდა იზრუნოს, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქს“, – თქვა სმირმა.

 

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ შემოდგომაზე ერთადერთი ვარიანტი დარჩება  ელექტროენერგიის შესყიდვა რუსეთში, თუმცა, ესეც ფინანსებთანაა დაკავშირებული.

 

„ენგურიდან ელექტროენერგიას უფასოდ ვიღებთ, ხოლო რუსეთში ვყიდულობთ საბაზრო ფასში. მე, როგორც საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ვიცი, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ამისთვის ფული არა გვაქვს. თანაც, ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალ–მარტ–აპრილში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება გვაქს დასაფარი და მთავრობა ამისთვის სახსრებს ეძებს. გაუგებარია, სად უნდა მოვიძიოთ ამხელა თანხა და საერთოდ გვაქს თუ არა ამ ფულის მიღების პოტენციური წყაროები“, – განაცხადა ნატალია სმირმა.

 

წყარო: ekhokavkaza.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up