ოკუპირებული აფხაზეთი ციტრუსის ექსპორტს ზრდის, გალელებს კი მინიმალური მოგებაც არ რჩებათ

ოკუპირებული აფხაზეთი ციტრუსის ექსპორტს ზრდის, გალელებს კი მინიმალური მოგებაც არ რჩებათ

access_time2021-10-22 13:00:45

ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი და ექსპორტიც გაიზარდა. თუმცა ამით მოსახლეობა რეალურ სარგებელს ვერ იღებს. ამის მიზეზი  პროდუქტის დაბალი ფასია, რის გამოც ციტრუსის წარმოების მიმართ ხალხმა ინტერესი დაკარგა. ძირითადი ბაზარი კრასნოდარის მხარე და სომხეთია, სადაც ქართველებისგან მინიმალურ ფასად  შეძენილ  ციტრუსს აფხაზი ექსპორტრიორები საკმაოდ სარფიანად ჰყიდიან.



ამ ეტაპზე 1 კგ. მანდარინის საბითუმო ფასი 50-60 თეთრია, ლიმონი 80-90 თეთრი ღირს. იმის გამო, რომ ადგილობრივებს ტვირთზე დაწესებული  მაღალი გადასახადის გამო პროდუქტის ზუგდიდში გადატანა არ უღირთ, იძულებული არიან ადგილობრივ გადამყიდველებს იაფად მიჰყიდონ მთელი ჭირნახული, ეს ეხება არა მარტო ციტრუსს, არამედ თხილს, სიმინდს და თითქმის ყველა დასახელების ბოსტნეულს, რის  მოსავალიც მოჰყავთ ოკუპირებულ რეგიონში.  



,,აფსნიპრესი“  სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში აფხაზეთიდან 252 ტონა ციტრუსოვანი ხილია ექსპორტირებული.



2020 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი  245 ტონა იყო, ხოლო 2019 წელს - 20 ტონა.



აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა 2021 წლის მოსავლიდან ციტრუსის შესყიდვის ახალი ფასები დააწესა. კერძოდ, 1 კგ.  მანდარინისა და ფორთოხლის შესყიდვის ფასი უნდა იყოს 21 რუბლზე (92 თეთრი) მეტი,  ლიმონის შემთხვევაში,  20 რუბლიდან (88 თეთრი), ხოლო  არასტანდარტული ციტრუსი   5 რუბლზე (22 თეთრი) არანაკლები.




გაცილებით ძვირია ციტრუსის ფასი რუსეთში, სადაც 1 კგ მანდარინი დაახლოებით   120-130 რუბლად (5-6 ლარი) იყიდება.



რაც შეეხება ადგილობრივ ფასებს, გალის მოსახლეობის ინფორმაციით, უმაღლესი ხარისხის მანდარინს 60 თეთრზე ძვირად ვერ ჰყიდიან, ხოლო ლიმონის ფასი 80-90 თეთრს არ აჭარბებს.



,,წელს ციტრუსის მოსავალი კარგია, შარშანაც არ იყო ურიგო, მაგრამ აქედან მინიმალურ სარგებელს ვერ ვიღებთ. ზუგდიდში 1 კგ. მანდარინი 2 ლარზე იაფად არ იყიდება, ჩვენ 60 თეთრად ძლივს ვყიდით, ლიმონი თუ 3 ლარი ღირს, აქ 1 ლარადაც არ გვეყიდება. ამ დროს აფხაზური ციტრუსი მთელ საქართველოში და რეგიონშიც კი, ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ვერ ვახერხებთ ენგურზე ტვირთის გატანას, ვერც თხილს ვყიდით და ვერც სხვა პროდუქტს. არის შემთხვევები, როცა 1 ტომარა ტვირთის ტრანსპორტირებაში 40-50 ლარს ითხოვენ, ხან მეტს, ერთი შეხედვით, აკრძალვა არ არის, მაგრამ მაქსიმალურად გზღუდავენ, რომ რაიონიდან არ გავიდეს ჩვენი პროდუქტი, რომელსაც შემდეგში თვითონ ჰყიდიან სარფიანად და ჩვენ ვზარალდებით, ციტრუსის ფასი გაწეულ ხარჯსაც ვერ პასუხობს“, - ამბობს გალის ქვედა ზონის სოფელ  ფიჩორის მცხოვრები ,,კომერსანტთან“ სატელეფონო საუბარში.



არაკონკურენტული გარემო არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც აფხაზეთში ციტრუსის მოსავალი შედარებით მცირეა. ამის შესახებ აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი საუბრობს.

 


,,აფხაზეთში  სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მანდარინის შესყიდვით არის დაინტერესებული. მიზერულ თანხად ყიდულობენ პროდუქტს ადგილობრივი ქართველებისგან და თვითონ მაღალი მოგებით ჰყიდიან. არაკონკურენტული გარემოა, ამიტომ ხალხსაც მოტივაცია არ აქვს, ბევრმა ციტრუსი თხილით ჩაანაცვლა, არარენტაბელური გახდა დარგი.  გარდა ამისა, მუდმივად  რეალიზაციის პრობლემაა. წინა წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ციტრუსი რუსეთში გაიტანეს, მაგრამ გაყიდვის პრობლემა შეექმნათ, პროდუქტის დიდი ნაწილი არაკონდიცირებული იყო და გაანადგურეს. იმის გამო, რომ წარმოება არ არის, რეგიონიდან მხოლოდ მზა სახით გადის. ცხადია, ამას რუსული ბაზრისთვის დიდი ეფექტი არ აქვს. თუმცა სხვა ქვეყნების ციტრუსთან შედარებით ხარისხის მხრივ აფხაზურ მანდარინს დიდი უპირატესობა აქვს და არის ფაქტები, როცა სხვა ქვეყნების ციტრუსიც აფხაზური ბრენდით იყიდება. უფრო მაინც კრასნოდარსა და სოჭში იყიდება, ასევე სომხეთში,  მოსკოვის ბაზრამდე მცირე რაოდენობა აღწევს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ირაკლი ცქიტიშვილი.

 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „აფხაზეთის ეკონომიკის“ რეალური სექტორის სისუსტე კარგად აისახება საექსპორტო კალათაში, რომელიც ძირითადად შედგება პირველადი დამუშავების, ჯართის და მოპოვებითი სექტორის საქონლისგან. რუსეთის ბაზრის გახსნასთან ერთად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ციტრუსის წარმოება განვითარდეს, მაგრამ ამ მხრივაც რეალურად დიდი პრობლემაა.



ცხადია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა იმყოფება სტაგნაციაში, რასაც ბევრი მიზეზები აქვს. მათ შორის მნიშვნელოვანია ინსტიტიტუციური გაუმართაობა და პოსტ-საბჭოთა მტაცებლური ელიტების ფორმირება, რეგიონის ეკონომიკური იზოლაცია და ა.შ. რაც დრო გადის, უფრო მეტად ძლიერდება აფხაზეთის დამოკიდებულებას რუსეთზე, რომელიც, თავის მხრივ, არანაირ როლს არ ასრულებს მის მიერ ოკუპირებული რეგიონის განვითარებაში. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up