ოკუპირებული აფხაზეთი შეძლებული ტურისტების მოზიდვას ცდილობს

ოკუპირებული აფხაზეთი შეძლებული ტურისტების მოზიდვას ცდილობს

access_time2021-04-18 16:00:38

სტატია მომზადებულია „ekhokavkaza.com “ -ზე დაყრდნობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები ეკუთვნის მასალის ავტორს არ გამოხატავს „კომერსანტის“ შეხედულებებს.


აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.


რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის თეიმაზ ხიშბას თქმით, პანდემიის შემდეგ აფხაზეთში ვიზიტორები სახალი, უფრო შეძლებული კატეგორია გამოჩნდა და ამ ტენდენციას განვითარება სჭირდება.


„ჩვენთან ჩამოსვლა შედარებით მაღალბიუჯეტიანმა და მხარჯველმა ტურისტმა დაიწყო. იმან, რომელიც პანდემიამდე ევროპაში ისვენებდა, დღეს კი, გასაგები მიზეზების გამო, ევროპა დახურულია. ამ კატეგორიაში ასევე ძალიან პოპულარული თურქეთი იყო, თუმცა, იქ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და რუსეთმა თურქეთთან ავიამიმოსვლა უკვე აკრძალა. შესაბამისად, აფხაზეთს, როგორც ტურისტულ მიმართულებას ამ სეზონზე დიდი პერსპექტივა აქვს“, - თქვა ხიშბამ.


აფხაზეთის ტურიზმის კავშირის თავჯდომარის ანაკალი აგინას თქმით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ამიტომაც დამშვიდება ნაადრევია და სასტუმროების მხრიდან აუცილებელია უსაფრთხოების ყველადადგენილი ზომების დაცვა.


„აფხაზეთის ტურისტული სექტორისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა ამ ეტაპზე ენერგეტიკული კრიზისია. სასტუმრო სექტორი თითქმის მთელი წელი მუშაობს და მათ წყლის საკუთარი მარაგების შექმნადა გენერატორებით ელექტროენერგიის გამომუშავება უწევთ. ცუდი გზები, მოძველებული კომუნიკაციები და ელექტროენერგის მუდმივი გათიშვები, აი პრობლემები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს“ - მიიჩნევს ის.



მისი თქმით, პრობლემად ასევე კომუნალური სამსახურების ცუდი მუშაობა რჩება.


„აფხაზეთში საშინელი სიბინძურეა. როგორც კი ტურისტული ავტობუსი რუსეთიდან შემოდის, ეს ძალიან აშკარად ჩანს, ყველგან ნაგავი ყრია. ეს საშინელებაა. ჩვენ ამ საკითხს ყოველწლიურად ვაყენებთ. სეზონი უკვე კარს მოგვადგა, მალე მზე გამოვა და ადამიანები ზღვაზე ჩამოვლენ და რა დახვდებათ მათ პლიაჟზე? იქაურობა ნაგვითაა გავსებული, გარდა ამისა თითქმის არავითარი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მაგალითად, გასახდელები“, - ამბობს ტურიზმის კავშირის უფროსი.


პარლამენტის დეპუტატის თემურ ფიფიას თქმით, არის კიდევ რამდენიმე პრობლემა, რომელსაც ყოველი ტურისტი პირველივე წუთებიდან ეჯახება.


„პირველი პრობლემაა - საზღვარი. მუდმივად ძალიან დიდი, მრავალსაათიანი რიგებია. ხშირად ტურისტები ვერ უძლებენ და უკან, სოჭში ან ადლერში ბრუნდებიან. ეს პირველი რიგის პრობლემაა - საზღვრის გადაკვეთა. გარდა ამისა, ბევრს საუბრობენ ტურისტების უსაფრთხოებაზე, გაზრდილ კრიმინალზე. მაგრამ ვის ხედავს ტურისტი, რომელიც ჩამოდის აფხაზეთში მანქანით პირველ რიგში? არა ყაჩაღს, რომელიც მას მანქანას ართმევს, არამედ საგზაო ავტოინსპექტორებს, რომელიც მას აჩერებს და ფულს ღიად სძალავს. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით გზებზე რა უბედურება ხდება. ამ დარგში აუცილებელია წესრიგის დამყარება“, - თვლის დეპუტატი.


ამით პრობლემების ჩამონათვალი არ სრულდება.


„ტურისტი ბოლოს და ბოლოს მრავალსაათიან რიგს გაივლის, მილიციისგანაც დააღწევს და ჩამოვა დანიშნულების ადგილას, რას დაინახავს? პირველ რიგში პერსონალის უზრდელობას და უკულტურო ქცევას. ეს ხომ პრობლემაა? როგორ უნდა გადავწყვიტოთ? არ ვიცი. შემდეგ - სანიტარული მდგომარეობა, ოღონდ არა მაინც და მაინც პანდემიასთან დაკავშირებით. სად მიდის კანალიზაცია? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით - სად. პირდაპირ ზღვაში, ამიტომაც ჩვენი ზღვა ძალიან ბინძურია“, - მიიჩნევს დეპუტატი.


თემურ ფიფიას თქმით, პრობლემას ასევე სტუმრების და ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული სხვაობა წარმოადგენს, რაზეც ჩამოსულ ტურისტებს არავინ ესაუბრება. ამის გამო კი ისინი უხერხულ მდგომარეობაში ხშირად აღმოჩნდებიან.


„ხშირად დაინახავთ ნახევრად შიშველ ტურისტებს, რომელიც სუფრაზე მიდიან. მათ არავინ ეუბნებათ, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია. აზიაშიც და ევროპაშიც ტურისტების მიმართ გარკვეული მოთხოვნები არსებობს და არც ერთი ტურისტი გარეთ ნახევრად შიშველი არ გამოვა. ჩვენთან კი ეს დასაშვებია. ეს ტურისტის პატივისცემა კი არაა, ეს ჩვენივე უკულტურობის მაჩვენებელია“, - თვლის თემურ ფიფია.


ekhokavkaza.com 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up