ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება და რუსეთის კრიპტო-ინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაციის (RACIB) ხელმძღვანელობა განიხილავს კრიპტოვალუტის ჰაბი შექმნან, რომლის გამოყენება ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის იგეგმება. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე ბრაჟნიკოვის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს.
„2023 წელს აფხაზეთს საკუთარი ბლოკჩეინი ექნება, რომელსაც გამოიყენებს საერთაშორისო გადახდების პლატფორმის, სტაბილკოინის, ციფრული ფინანსური აქტივების (DFA) და შეუცვლელი ტოკენების (NFT) შესაქმნელად. აფხაზეთს შეუძლია, ციფრულ მინი შვეიცარიად გადაიქცეს რუსეთისა და მისი მეგობარი ქვეყნებისთვის და გახდეს კრიპტოვალუტის გარანტი“, — განაცხადა ალექსანდრე ბრაჟნიკოვმა.
ამასთან, ფინანსური ინოვაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ რომან პროხოროვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ჩართვა საზღვრისპირა დასახლებების ჯაჭვში პრობლემურია, რადგან ბევრი ქვეყანა არ ცნობს იურისდიქციას.