ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების მოზღვავებას ელიან

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების მოზღვავებას ელიან

access_time2022-06-09 15:30:09

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურიზმის სეზონი  აქტიურდება. ამ მხრივ დიდი გავლენა  მოახდინა რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა, ოკუპირებულ რეგიონში რუს ტურისტებს ელოდებიან. რუსული ტურისტული კომპანიები აქტიურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაისვენონ აფხაზეთში. ისინი დასვენების გაძვირების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.


კერძოდ, როგორც რუსული მედია ადგილობრივ ტუროპერატორებზე დაყრდნობით წერს, აფხაზეთში დასვენება გასულ წელთან შედარებით 20-30%-ით ძვირდება.


ტურისტული სერვისების გაძვირებაზე უკვე განაცხადა აფხაზეთის ე.წ.  ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ, რომლის ინფორმაციითაც, და სასტუმროების აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან მიეწოდება.


„2022 წლის ზაფხულში შესაძლოა აფხაზეთში დასვენება გაძვირდეს. ეს გამოწვეულია გლობალური ეკონომიკის უახლესი მოვლენებით. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს ტუროპერატორებს შორის ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ბაზრებზე ფასები  საშუალოდ შეიძლება გაიზარდოს 20-30 პროცენტით.აფხაზურ მიმართულებაზე მოთხოვნა ამჟამად კოვიდამდელ პერიოდს უახლოვდება“ - განაცხადა მან.


ხიშბას თქმით, ივნისში All Inclusive სისტემით სასტუმროებში შვიდი ღამის განმავლობაში ერთ ადამიანზე ცხოვრების სავარაუდო ღირებულებაა 15-დან 30 ათას რუბლამდე, ივლისსა და აგვისტოში ეს იქნება 30-დან 50 ათას რუბლამდე. ხავერდოვანი სეზონზე კი დასვენების საფასური  25 ათასი რუბლიდან იქნება.



ძვირდება ასევე აფხაზეთის კერძო სექტორში განთავსების ტარიფიც.


,,ოროთახიანი ბინის დაქირავება 1,5 ათასი რუბლი (75 ლარი) ეღირება. საცხოვრებლის ღირებულება დამოკიდებულია პირობებზე, ზღვასთან სიახლოვეზე, სეზონზე. მაღალ სეზონზე შეთავაზებები გაცილებით ძვირია, - ამბობს ხიშბა.


მან ასევე განაცხადა, რომ 2019 წლიდან აფხაზეთში განსახლების ობიექტების რაოდენობა 60%-ით, ხოლო სასტუმროებში საწოლების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა.


აფხაზეთში ტურისტების გააქტიურებაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი.  მისი თქმით, იქაურობა ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის არის  საინტერესო ველური ბუნებით, რითაც წლების განმავლობაში მეტნაკლებად იზიდავს აფხაზეთი დამსვენებლებს. 


,,აფხაზეთის ტურიზმს  წელს მეტი შანსი აქვთ, რომ შექმნილი სიტუაციით ისარგებლონ და მოიზიდონ რუსი დამსვენებლებიევროპაში ვერ დაისვენებენ, ამიტომ დიდი ნაწილი აფხაზეთს მიაშურებს. როცა კრიმინალი რომ ყვაოდა, მაშინაც ჩადიოდნენ იქ რუსები, ახლა არაფერი შეუშლის ხელს. ექსტრემალური ადგილები ვისაც იზიდავს, ამ მხრივ ეს ტერიტორიები საინტერესოა. ამდენად, ბუნებრივია, რომ ბევრ ტურისტს ელოდებიან. იმ პირობებში, როცა რუსეთისთვის ყველაფერი დაკეტილია, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად აფხაზეთი რჩება. ბევრს იზიდავს მიტოვებული ადგილების ნახვა, ველური ბუნება, როგორიც სოხუმში, გაგრასა და ოჩამჩირეშია. ამ მხრივ გალი ნაკლებად საინტერესოა“, - ამბობს  ირაკლი ცქიტიშვილი.

 

აფხაზური მხარის ცნობით, 2021 წელს აფხაზეთში 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაისვენა, რითაც ბოლო 30 წლის  რეკორდი მოხსნა.


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up