ბირთვული იარაღის თემით არავის დაშინებას არ ვცდილობ, მინდა დავიცვა ბელარუსი - აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები, — ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები მიზანმიმართულად გააქტიურა.
„რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გავააქტიურე მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების თაობაზე, კერძოდ, 90-იან წლებში გატანილი ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ, არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას ან შანტაჟს. მინდა დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო მშვიდობა ბელარუსი ხალხისთვის. ჩემო ხალხო, ჩვენ ამას ვიმსახურებთ, აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები“, - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუსის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.