„აგარის შაქარი“ პროდუქციას აზერბაიჯანიდანაც შემოიტანს – იმპორტში ლომის წილი ბრაზილიაზე მოდის

„აგარის შაქარი“ პროდუქციას აზერბაიჯანიდანაც შემოიტანს – იმპორტში ლომის წილი ბრაზილიაზე მოდის

access_time2022-03-09 15:59:26

„საქსტატის“ ინფორმაციით 2021 წელს საქართველოში შაქრის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ბრაზილია იყო. ქვეყნის წილი საქართველოში იმპორტირებულ შაქარში 46.7 %-ია. იმპორტში მეორე ადგილზე 23. 6 %-ით თურქეთია, ხოლო მესამეზე 17,6 %-ით პოლონეთი.

6.6 პროცენტით მეოთხე ადგილს მექსიკა იკავებს, შემდეგ ადგილზე 2,1 %-ით გერმანია. მას მოსდევს საფრანგეთი 1,7 %-ით და ნიდერლანდები 1%-ით.

რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის წილი საქართველოში იმპორტირებულ შაქარში 0.4 %-ია.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად პროდუქტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. პანიკური მოთხოვნაა შაქარზე, რის გამოც მაღაზიები პროდუქტზე ლიმიტს აწესებენ. კერძოდ, ქსელურ მარკეტებში ამ ეტაპზე ერთ მომხმარებელს 5 კილოგრამზე მეტი შაქრის ყიდვა არ შეუძლია.


სავაჭრო ქსელებში შაქრის დეფიციტის გამო „აგარის შაქარი“, იმპორტს აზერბაიჯანიდან გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „აგარის შაქრის“ ქარხანას გააჩნია საკმარისი თეთრი შაქრის ნაშთები, რაც პანიკის საფუძველს არ ქმნის.



“ბოლო პერიოდში ხდება პანიკური შესყიდვები, ამის უზრუნველყოფისთვის და რეზერვის ნაშთის გაზრდისათვის პარალელურად, შაქრის იმპორტი დავგეგმეთ აზერბაიჯანიდან. ჩვენ მხოლოდ ქართულ შაქარს ვაწარმოებთ.აზერბაიჯანიდან იმპორტი კი ალტერნატივაა მარაგების შევსებისთვის. ეს იქამდე, სანამ პანიკური შესყიდვებია და სანამ ქარხანა დაიწყებს მუშაობას. წარმოებისთვის ნედლეული შეკვეთილია და გემი გზაშია, ხოლო ქარხანა წარმოებას სრული დატვირთვით აპრილიდან განაახლებს,“ - აღნიშნულია „ბიზნესპარტნიორისთვის“ კომპანიიდან გამოგზავნილ წერილში.


მომხმარებლის გააქტიურების გამო საქართველოში მოქმედმა რამდენიმე სუპერმარკეტმა შაქრის რეალიზაციაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, კერძოდ, ერთ პირზე მაქსიმუმ 5 კგ პროდუქტი იყიდება.


რუსეთ–უკრაინის ომის გამო ბაზარზე შაქრის დეფიციტის მოლოდინი რომ უსაფუძვლოა, ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში შემოსული შაქრის 95% ბრაზილიაზე მოდის.

გასულ 2021 წელს $60 მლნ–ზე მეტი ღირებულების 120 700 ტ შაქარი შემოვიდა, საიდანაც 57 000 ტ ბრაზილიაზე მოდიოდა. საიმპორტო ბაზარზე მეორე და მესამე ადგილს თურქეთი და პოლონეთი იკავებენ.

რუსეთიდან და უკრაინიდან საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჯამში $200 000–ის ღირებულების შაქარი შემოვიდა. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up