შპს „აგარის შაქრის კომპანიის“ შემოსავალი 2021 წელს 140 მლნ ლარი გახდა, რაც პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 56.2%-იანი ზრდაა. გასულ წელს კომპანიის საერთო მოგება 7.6 მლნ ლარი იყო, რაც 1 მლნ ლარით ნაკლებია 2 წლის წინანდელ მაჩვენებელთნ შედარებით.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „აგარის შაქრის“ აქტივები 37,4 მლნ ლარია, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები 5,2 მლნ ლარი, რაშიც თანამშრომელთა ხელფასებმა 2.7 მლნ ლარი შეადგინა.
კომპანიის 2021 წლის წმინდა მოგებამ 1.37 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18.1%-ით ნაკლებია წინა წლის მოგებაზე.
„აგარის შაქრის კომპანია“ დაარსდა 2010 წელს, კომპანია ფლობს საქართველოში ერთადერთ შაქრის ქარხანას. მისი საქმიანობაა შაქრის ლერწმის გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულიდან თეთრი შაქრის წარმოება და საბოლოო პროდუქტის შიდა ბაზარზე გაყიდვა. კომპანია ასევე ყიდულობს რაფინირებულ შაქარს და შიდა ბაზარზე ყიდის.
მისი მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:
საზოგადოება ანატოლია თრეიდ კომპანი 51%;
საზოგადოება ნირეზოუნსაქართველო 16.3%;
უნივერსალ კაპიტალ გრუპი 24.5%;
ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედ,/არაბთა გაერთიანებული საამიროები 8.2%.