აღდგება თუ არა საქართველოში პარაგლაიდინგი? - ფედერაცია გადაწყვეტილების მოლოდინში

აღდგება თუ არა საქართველოში პარაგლაიდინგი? - ფედერაცია გადაწყვეტილების მოლოდინში

access_time2022-08-24 15:00:47

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სანამ  ყველაფერს არ შეისწავლიან პარაპლანით ფრენები აიკრძალება. მისივე  თქმით,  პარაპლანით  ფრენაზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ან სულ უნდა აიკრძალოს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ხდება ამ მიმართულებით, მიმდინარეობს თუ არა მთავრობასთან პარაგლაიდინგის აღდგენის მიმართულებით მოლაპარაკებები და დეტალებისთვის პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარეს ირაკლი კაპანაძეს დაუკავშირდა.


მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს, საუბარია კომისიის შექმნაზეც და როდესაც სექტორი და მთავრობა გარკვეულ შეთანხმებამდე მივა, შემდეგ იქნება გარკვეული გადაწყვეტილება.


„შეხვედრები გვაქვს და რაღაცეებზე ვმუშაობთ, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ამის თქვა მარტივი არ არის,  ინსტრუმენტიც კი, რომელიც ამის მარეგულირებლად შეიძლება იყოს მოაზრებული, ჯერჯერობით შექმნილი და  ჩამოყალიბებულიც არ არის. ეს სახელმწიფოს მხრიდან უფლება მოსილების წესის შემუშავებას და ადამიანების დაკომპლექტებას გულისხმობს, მიუხედავად ყველაფრისა ამ შემთხვევაშიც ახალ ველოსიპედს ვერ  გამოვიგონებთ. ეს ძალიან უნდა მოინდომო და  თან ისე უნდა გაკეთდეს, რომ დასაცინი არ გახდე. ამიტომ ამ საკითხზე  ვმუშაობთ და  სავარაუდოდ ეს რაღაც კომისიების მუშაობის წესი იქნება, ახლა საუბარია იმაზე თუ რა პრინციპით უნდა  ხდებოდეს ამ კომისიების დაკომპლექტება და არჩევა, ვინ უნდა უზრუნველყოს მათი მუშაობა და ასე შემდეგ. უნდა მოხდეს მათი  სამუშაო პროცესის დაწერა და რაღაცეების  ჩამოყალიბება. როდესაც ამ კუთხით საერთო აზრი გვექნება და წინააღმდეგობებს ვერ  დავინახავთ, შესაბამისად რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ. 


კაპანაძის თქმით, ფედერაცია ელოდება, რომ ეს ყველაფერი სექტემბრის ბოლოს მეტნაკლებად დალაგდება და  გადაწყვეტილების მიღებას კიდევ ორი კვირა დასჭირდება.

 


„ასეთი აზრი მაქვს, რომ მთავრობას და ხელისუფლებას სურს სექტორის რაღაცნაირად დარეგულირება, თუმცა რას გავაკეთებთ და როგორ მოვიქცევით ამაზე საფიქრია, რადგან ხომ შეიძლება, რომ რაღაც გავაკეთოთ და მერე დავინახოთ, რომ ეს რაღაც ძალიან ცუდად მუშაობს“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.

 

კაპანაძის თქმით, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია პილოტებს ამზადებდა და მათთან შეხვედრები ახლაც აქვთ, ცდილობენ, რომ საქართველოში პარაგლაიდინგი საერთაშორისო გამოცდილებასთან შეხამებული იყოს, თუმცა მისი პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია.


„სამწუხაროდ საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების პირდაპირ გადმოტანა - გადატანა არ ხერხდება, შეიძლება ეს კარგიც არის, რადგან რაღაც მოდელის საქართველოს  რეალობაზე მორგება უამრავ პრობლემას იწვევს. მაგალითად არსებობს ტექდათვალიერების გერმანული მოდელი, ხომ არ შეიძლება, რომ იგივე სტანდარტი ავტომატურად გადმოიტანო საქართველოში, პრაქტიკულად ვერც ერთი მანქანა, ახალიც კი ამ  ტექდათვალიერების  პროცესს, ვერ  გაივლის.

ამაზეც  არის საუბარი და  ვცდილობთ,  რომ ამაშიც  გავერკვეთ, საქმე  იმაშია, რომ  სახელმწიფო უწყებებს და ინსტიტუტებს  ამის კვალიფიციური კადრი არ ჰყავთ,  ერთის მხრივ  შეიძლება, რომ  რაღაც  უწყებაში  ამის კვალიფიციური კადრის არსებობა მოიაზრებოდეს, მაგრამ  ამის პარალელურად მიუხედავად  იმისა, რომ  კვალიფიციური  კადრი ეყოლება  თუ  არ  ეყოლება ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ კორუფცია და პროტექციონიზმი გამოირიცხოს“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.


„კომერსანტის“ კითხვაზე თუ რამდენად მოთხოვნადია პარაგლაიდინგი საქართველოში ირაკლი კაპანაძე აცხადებს, რომ ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი სახე მიიღო, რადგან მხოლოდ გუდაურში ფრენა არ არის ის, რაც  მთლიანად საქართველოში ხდება.

 

„ამ ყველაფერმა  მეტნაკლებად  ვერ  ვიტყვი, რომ მახინჯი, მაგრამ  რაღაც ცუდი  სახე მიიღო, მარტო გუდაურში ფრენა არ არის ის რაც  მთლიანად საქართველოში ხდება,  საგარეჯოში  დაფრინავენ, თელავში  დაფრინავენ, ახმეტაში,  გონიოში დაფრინავენ, ბახმაროშიც ცდილობენ  ფრენების დაწყებას,  გოდერძის  უღელტეხილზეც უნდათ  რაღაცის  გაკეთება. ამის თავი და  თავი არის აქტივობა და არა კომერციული ფრენები და ეს მთლიანობაში არ  ჩანს, იმიტომ რომ  ეს ჯერ ერთი  ისეთ ადგილებშია  სადაც ხალხმრავლობაა.  გუდაური  ძალიან თვალშისაცემია და ყველა  გამვლელ  გამვლელი ამას  ხედავს და  ვიღაც თუ ფიქრობს, რომ პარაგლაიდინგი  საქართველოში მარტო  გუდაურში ფრენებია - ეს არასწორია, მაგრამ არც  ის  არის  სწორი რომ ეს ყველაფერი  უგულებელვყოთ და ვთქვათ რომ ეს  არაფერი  არ  არის  და ამის კვალობაზე ამ კუთხით არაფერი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.

 

შეგახსნებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.ერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up