“აგერ ამათი მინისტრი, ფეხით მოვიდა” - ევროპის შუაგულში გაფიცული ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ

“აგერ ამათი მინისტრი, ფეხით მოვიდა” - ევროპის შუაგულში გაფიცული ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ

access_time2023-04-13 23:48:17

თითქმის ერთი თვეა გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს  გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას  ხელფასებს  სთხოვენ  და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.



მძღოლებს მხარს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები უჭერს, დახმარების წერილები გაგზავნილია გერმანიისა და პოლონეთის მთავრობების სახელზე. შუაგულ ჰესენში გაჩერებული 80-მდე ტრაილერის მძღოლების ისტორიას აქტიურად აშუქებს გერმანული მედია.


გაფიცულებთან დღეს, 13 აპრილს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებიც მივიდნენ.


“სიტუაცია არის მძიმე, ადამიანებს ძალიან დიდი ხანია არ აუღიათ ხელფასი და როგორც ჩანს, ეს პოლონელი დამსაქმებლის დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ მეოთხე, მეხუთე თვიდან იწყებს ხელფასების გაცემას და გაფიცვის დღეებში საერთოდ არც კი განიხილავს ანაზღაურების საკითხს. გაფიცვა გერმანიაში და ევროპაში არავის უკვირს, მაგრამ ამ შემთხვევამ გერმანელები განსაკუთრებით იმის გამო აღაშფოთა რომ გაფიცულები უკეთეს ანაზღაურებას ან პირობებს კი არ ითხოვენ, არამედ უკვე ნამუშევარი ხელფასის აღებას” - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა. ის გერმანიაში 12 აპრილს ჩავიდა. მისი ორგანიზაცია ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაფიცვის დაწყებიდან ჩართულია მძღოლების ინტერესების დაცვაში. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მომლაპარაკებლად ჰოლანდიური პროფკავშირების წარმომადგენელია ჩართული და ითხოვს მორიგებამდე გაფიცული თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურებას. 



თუკი პროფკავშირების მცდელობა მორიგებაზე უშედეგოდ დასრულდება, საქმის განხილვა, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაინაცვლებს.



“ყოველ დღე ჩერდებიან აქ ევროპელი ტრაილერის მძღოლები, რომლებსაც გაფიცულებთან მოაქვთ სიგარეტი, საკვები… სოლიდარობა იმდენად დიდია, იმის გამო, რომ ამ სფეროში დასაქმებული ყველა ხვდება რომ საუბარია არა მხოლოდ 70 გაფიცული მძღოლის პრობლემაზე, არამედ ამ ინდუსტრიის სისტემურ პრობლემაზე. ეს ინდუსტრია უნდა შეიცვალოს და ეს მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი, რასაც აკეთებენ კიდეც გაფიცული მძღოლები” - უთხრა ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა, ედვინ ათემმა გერმანულ ტელეარხ SAT1-ს 11 აპრილს, ტრაილერის მძღოლების პროტესტზე საუბრისას.


“ასეთი პრობლემების წინაშე ბევრი სხვა მძღოლიც დგას. ეს ინდუსტრია სავსეა კომპანიებით, რომელიც მსგავსად დასაქმებულებს. ეს შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს ზვავის ეფექტი ინდუსტრიისთვის” - უთხრა ათემმა რადიო თავისუფლებას 13 აპრილს.



სოლიდარობას გრძნობენ თავად გაფიცულები. გერმანიის მოქალაქეების ყოველდღიურად გაწეული დახმარებასთან ერთად, ქართველი მძღოლების გაოცებას იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და მათი პრობლემებით დაინტერესება.



აღნიშნულ თემას რადიო თავისუფლება ვრცელ სტატიას უძღვნის.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up