ამერიკულმა სტარტაპმა Agility Robotics-მა თავისი ორფეხა რობოტ Digit-ის გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს.
Digit-ი საშუალოზე დაბალი ადამიანის სიმაღლისაა და ხელით 18 კილოგრამამდე ტვირთის ტარება შეუძლია. პირველი ორი რობოტი ავტომწარმოებელმა Ford-მა შეიძინა.
Agility Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორის, დემიონ შელტონის განცხადებით, რობოტს ყუთების მიტანა სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია, თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ადამიანი მართავს.
შელტონი რობოტის ზუსტი ფასის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ნახევარ მილიონ დოლარს არ აღემატება, ხოლო რობოტის გამოყენების ვადის გათვალისწინებით, მისი მუშაობის ერთი საათი მფლობელს დაახლოებით 25 დოლარი დაუჯდება.
imedinews,ge