აღმაშენებელზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ასაშენებლად 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

აღმაშენებელზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ასაშენებლად 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

access_time2022-06-30 16:40:27

4 მარტს, ქონების მართვის სააგენტოს მიერ უკვე მეოთხედ გამოცხადებულ აუქციონზე, თბილისში, აღმაშენებელზე მდებარე წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს შენობა 16 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტის მყიდველია შპს „ჰანსა“, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ფლობს. აუქციონზე მყიდველს პრეტენდენტები არ ჰყოლია, რადგან პროექტი იმთავითვე ითვალისწინებდა ობიექტის კულტურულ დანიშნულებას და ბიზნესმენებისთვის კომერციულად არ აღმოჩნდა საინტერესო.


ინვესტორი ობიექტის ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას აპირებს. საუბარია არა მხოლოდ მუზეუმზე კლასიკური გაგებით, არამედ კულტურის ახალ თანამედროვე კერაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო და დასასვენებელი ფუნქციებით, რისთვისაც 5 წელიწადში არანაკლებ 30 მლნ
ლარის ინვესტიცია განხორციელდება.


გერლენების პრემიის ცერემონიალზე, ჟიურის წევრები შალვა ბრეუსი და პომპიდუს მუზეუმის დირექტორი ბერნარ ბლისტენი.


შალვა ბრეუსი მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის , მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი, კოლექციონერი და ფილანტროპი. საქვეყნოდ აღიარებულია თანამედროვე მხატვრობის მისი კოლექციაც, რომლის ბირთვს გერმანელი ექსპრესიონისტების ნამუშევრები წარმოადგენენ. კოლექცია მდიდარია თანამედროვე ქართული მხატვრობის ნიმუშებითაც. შალვა ბრეუსს დაფუძნებული აქვს საკუთარი სახელობის საერთაშორისო ფონდი, რომლის
მიერ დაარსებული კანდინსკის პრემია ბრიტანული ტერნერის (Turner Prize) და ფრანგულ მარშელ დუშანის (Marcel Duchamps Prize) ჯილდოებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს 3 წამყვან პრემიას წარმოადგენს.



ბიზნესმენი დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. ასევე წლებია მიმდინარეობს მუზეუმისთვის ადგილის შერჩევა. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელის და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები, მაგრამ ბრეუსმა არჩევანი თბილისზე გააკეთა.




„მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, მიყვარს საქართველო, მიყვარს ხელოვნება და ამ ორი ვექტორის გადაკვეთის ემოციამ გადამაწყვეტინა პროექტი თბილისში განმეხორციელებინა“, - აღნიშნა შალვა ბრეუსმა.

 

შალვა ბრეუსს საქართველოში არაერთი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა შორის აღსანიშნავია ნეველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია აბასთუმანში და ნესტეროვის მიერ დაწერილი უნიკალური ფრესკების გადარჩენა; ბათუმში, სამების მთაზე წმინდა სამების საეკლესიო კომპლექსის აშენება, რომელიც უკვე იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად და რომლის გამოც იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უმაღლესი საეკლესიო ორდენით, წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა. მის სახელს უკავშირდება ასევე საქართველოში საეკლესიო მოზაიკის დაკარგული ტრადიციის აღდგენა.


გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნების მუზეუმი არ შეიძლება იყოს მომგებიანი, იგი არის არის წმინდა სოციალური და კულტურული ტვირთის მატარებელი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო და დასასვენებელი სექციების ერთიან სისტემაში ამუშავებას რეალიზებას. პროექტი ითვალიწინებს შენარჩუნებულ იქნეს მიხაილოვის საავადმყოფოს ისტორიული ძეგლის იერსახე და ისტორიული პარკის მწვანე საფარი. პროექტის ავტორი ამ სირთულის გადაჭრას კონკურსში მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების ჩართვით აპირებს. ამ მიზნით, კონკურსი უკვე
გამოცხადებულია და ივლისში საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ობიექტს და დაიწყებენ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურაზე მუშაობას. შენობაც უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, თვლის პროექტის იდეის ავტორი შალვა ბრეუსი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up