ევროკავშირისგან საქართველო 3,9 მლრდ ევროს დახმარებას მიიღებს

ევროკავშირისგან საქართველო 3,9 მლრდ ევროს დახმარებას მიიღებს

access_time2021-07-07 18:25:58

ევროკავშირი საქართველოს დახმარების სახით 3 ,9 მლრდ ევროს გამოყოფს. აღნიშნულ თანხას ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მიიღებს. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვაჰრეიმ, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.


ევროკომისარსა და პრემიერს შორის მოლაპარაკებები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.


საქართველოს პრემიერ–მინისტრი მადლობას უხდის ევროკომისარს საქართველოსთვის გაღებული „ხელშესახები სიკეთის“ გამო.

 

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გულრწფელ მადლობას ვუხდი ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის 3,9 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტისთვის.

ეს არის კონკრეტული, ხელშესახები სიკეთე, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა.

მზად ვართ, უკვე ორშაბათიდან აქტიურად დავიწყოთ მუშაობა პაკეტით გათვალისწინებულ პროექტებზე, როგორიც არის დაკავშირებადობის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, მოიტანს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბექის ოფიციალურ გვერდზე.


 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად შესწავლისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებით, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და მთავრობა ამ მიმართულებით ძალისხმევას არ იშურებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის მნიშვნელობას.

 

ევროკომისარმა ვარჰეიმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

 

პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობის გზით.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up