აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში – „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია

აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში – „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია

access_time2022-12-20 15:06:13

ახალი წელი თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე, ჯადოსნური პერიოდია.


31 დეკემბრის ღამიდან 14 იანვრის ჩათვლით უკლებლივ ყველა ახალი წლის მოსვლას აღნიშნავს და ქუჩებში ამაღელვებელი განწყობა იგრძნობა.


თუმცა ამ ჯადოსნურ დღესასწაულს ერთი უსიამოვნება ახლავს თან — ამ პერიოდში უმრავლესობა ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით იღებს და ფხიზელი ადამიანის პოვნა, არც მეტი, არც ნაკლები, ავტომობილის საჭესთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეს.


შედეგად, ქვეყანაში თავზე  ხელაღებული მოძრაობა იწყება და, ერთი შეხედვით, ყველაზე ბედნიერ და მხიარულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგრძნობლად იმატებს.


სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყველას ახალ წელთან შეხვედრის საკუთარი ტრადიცია გვაქვს. თუმცა ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ ვმართოთ.






მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „საახალწლო პერიოდში აუდიტორიასთან მძიმე და პრობლემატურ თემებზე საუბარი არც ისე მარტივია. ამ დროს ყველას განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა და ჯადოსნურობის მოლოდინი აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, სათქმელი საინტერესო ფორმით გადმოვეცით, რათა ჩვენი გზავნილი აუდიტორიამდე მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა და ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სადღესასწაულო აურზაურში არ დაკარგულიყო. მთელი ვიდეოს განმავლობაში სიუჟეტებს ჯადოსნური და სადღესასწაულო ელფერი დაჰკრავს. თითოეული სცენა დღესასწაულის აღნიშვნის მრავალფეროვან, მათ შორის, საზოგადოებისთვის მიღებულ თუ განსხვავებულ გზებს წარმოაჩენს. ამ საზეიმო განწყობისა და ახალი წლისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის ფონზე კი უეცრად კონტრასტული და მნიშვნელოვანი გზავნილი ჟღერდება — აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში. ვფიქრობთ, ეს მოულოდნელი დასასრული მაყურებლისთვის ერთგვარი გამოფხიზლების ფუნქციას ასრულებს.


ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და უსაფრთხოება მთავარი ღირებულებებია. სწორედ ეს ორი უმთავრესი ფასეულობა გავაერთიანეთ ჩვენს საახალწლო კამპანიაშიც და გადავწყვიტეთ, მძღოლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ახალ წელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. ვფიქრობთ, ამით პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ წარმოვაჩინეთ და აუდიტორიას გზავნილი მკაფიოდ მივაწოდეთ. ეს კამპანია ჩვენი წინა პროექტის — საგზაო მოძრაობის კულტურის ერთგვარი გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის.


„თეგეტა ჰოლდინგი“ კამპანიის მთავარი გზავნილის გასაჟღერებლად და მძღოლებთან პირისპირ სასაუბროდ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. დაგეგმილია პარტნიორობა კომპანია „ბოლტთან“, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ახალი წლის პირველ დღეებში თეგეტას სპეციალური პრომო კოდებით სარგებლობა და ტაქსის უფასოდ გამოძახება შეეძლებათ. კამპანიის მხარდამჭერი ალკოჰოლური კომპანიები კი მთავარ გზავნილს საახალწლო შეფუთვებზე დაიტანენ.


„თეგეტაში“ სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ამიტომაც კამპანიის მიზანია, ამ ჯადოსნურ პერიოდში თითო

ეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა არ დაივიწყოს და გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.


გახსოვდე — საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.



(R)



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up