„ეს მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორისთვის ბუნებრივი დონეა“ - სებ-ი „შავ სიაში“ ნახევარი მილიონის ადამიანის არსებობაზე

„ეს მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორისთვის ბუნებრივი დონეა“ - სებ-ი „შავ სიაში“ ნახევარი მილიონის ადამიანის არსებობაზე

access_time2022-12-26 13:00:01

„აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორისთვის ბუნებრივი დონეა “, — ასე პასუხობენ ეროვნულ ბანკში „კომერსანტის“ შეკითხვას, თუ რატომ ხდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე  სამ წელიწადში  ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის გაორმაგება და რას უკავშირდება ნახევარმილიონიანი „შავ სიის“ არსებობა.


სებ-ში განმარტავენ, რომ რისკები განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკური შოკების დროს და ვადაგადაცილებების აღნიშნული ზრდაც, ძირითადად, Covid19-ის შოკისას, დასაქმებისა და შემოსავლების კლებითაა განპირობებული.


„როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დაწესდა ლიმიტი მაქსიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე 100%-ის ოდენობით, რაც 2018 წელს 50%-მდე შემცირდა. ამასთან, 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოთხოვნები, რომელიც მიხედვითაც სესხის გაცემამდე კრედიტორი უნდა დარწმუნდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობაში.


აღნიშნული ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკრედიტო პორტფელის ხარისხი. კერძოდ, თუ რეგულაციებამდე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება ფიქსირდებოდა გაცემული სესხების 10%-ზე, 2019 წლიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა.



ცხადია, ცალკეული მსესხებლებს ყოველთვის შეიძლება შეექმნათ ფინანსური სირთულეები და აღმოჩნდნენ ვადაგადაცილებაში, ამიტომ პრობლემის წინასწარ სრულად მიტიგაცია შეუძლებელია.


რისკები განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკური შოკებისას და ვადაგადაცილებების თქვენს მიერ აღნიშნული ზრდაც, ძირითადად, Covid19 შოკისას, დასაქმებისა და შემოსავლების კლებითაა განპირობებული. პანდემიის შემდგომი აღდგენისას ვადაგადაცილებების მნიშვნელოვანი მატება აღარ გვაქვს, ხოლო მცირე ზრდა გარკვეულ თვეებში უფრო იმითაა განპირობებული, რომ ზოგადად იზრდება მსესხებელი პირების რაოდენობა. თანხობრივადაც, ზრდას განაპირობებს ჯამურად პორტფელის ზრდა.



რაც შეეხება 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების მქონე პირების ჯამურ რაოდენობას, თუ არ ჩავთვლით სტრესულ პერიოდებს, დიდწილად სტაბილურია. ამასთან, პორტფელი დინამიურია, მსესხებლების ნაწილი უბრუნდება გადახდის გრაფიკებს და მათ სხვები ანაცვლებენ. ეს ფაქტორები შესაძლოა მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ბუნებრივი დონეა ჩვენი ფინანსური სექტორისთვის“,  განმარტავენ ეროვნულ ბანკში.


„შავ სიაში“ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში შავ სიაში 574 715 მსესხებელი იყო. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კი სამ წელიწადში გაორმაგდა, თუ 2019 წელს 2,553,781,747 ლარის ვადაგადაცილებული სესხი იყო, 2020 წელს 3,088,094,794 ლარი გახდა, 2021 წელს 3,622,861,901 ლარი, ხოლო მიმდინარე წელს 4,359,105,450 ლარამდე გაიზარდა.


რა იწვევს ნახევარ მილიონზე მეტი გადახდისუუნარო ზრდასრული ადამიანის არსებობას ქვეყანაში, მაშინ როდესაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ კითხვით „კომერსანტი“ თავის დროზე საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის წევრებსაც დაუკავშირდა, თუმცა უმრავლესობამ ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ინფორმაცია არ აქვს. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up