„აღნიშნული სიტუაცია შექმნის თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზულ რისკებს“ - ფილიპ მორის საქართველო

„აღნიშნული სიტუაცია შექმნის თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზულ რისკებს“ - ფილიპ მორის საქართველო

access_time2022-11-04 14:00:09

„საქართველოში იმპორტირებული თამბაქოს პროდუქტის 80%-ზე მეტი უკრაინიდან შემოდის“, ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფილიპ მორის საქართველოში“ უთხრეს. მათივე ცნობით, ნორმალურ პირობებშიც კი, ანუ უკრაინაში, რომ ომი არ იყოს მცირე დროში რეგლამენტის ამოქმედება შეუძლებელია და იმ შემთხვევაში თუ ეს ნორმა ძალაში დარჩება და 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზული რისკები შეიქმნება.

 

„საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში მიიღო ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც კონკრეტულად ადგენს წესებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თითოეული კოლოფი, ფორმა, ზომა და ა.შ. ნორმალურ პირობებშიც კი, ანუ უკრაინაში ომი რომ არ იყოს, ამ მცირე დროში აღნიშნული რეგლამენტის ამოქმედება ფიზიკურად შეუძლებელია.

 

უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს გვიწევს რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნება.


იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმა ძალაში დარჩება და 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, აღნიშნული სიტუაცია შექმნის თამბაქოს კონტრაბანდის სერიოზულ რისკებს, ლეგალური პროდუქტის არსებობას დიდი რისკის ქვეშ დააყენებს და ამავდროულად, მნიშვნელოვნად დაამძიმებს სავაჭრო ქსელების ოპერირებას“, - აცხადებენ „ფილიპ მორის საქართველოში“

 


საკანონმდებლო ორგანოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. უახლოეს დღეებში პროექტის განხილვას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი უახლოეს გეგმავს. ამასთან, განიხილება აღნიშნული ვალდებულების 2 წლით გადავადება, რაზეც სწორედ ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელებენ.

 

რადიო „კომერსანტი“ ეთერში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესი პარლამენტის კონკრეტულ წევრებთან გარკვეულ გარიგებაში გარკვეულ გარიგებაში შევიდა.

 

„ადრე ბიზნეს ასოციაციას შეჰქონდა პარლამენტში  წინადადებები, ახლა მსგავსი  განცხადებები  პარლამენტის  წევრებმა წარმოადგინეს, რაც  იმას  ნიშნავს რომ ბიზნესი გარკვეულ გარიგებაში  შევიდა  კონკრეტულ  პარლამენტის  წევრებთან .  შესაბამისად  ეს  ადამიანებიც  გაშიფრულები  იქნებიან, რომ  კონკრეტულ ბიზნეს და ფინანსურ  ინტერესებს  ლობირებენ “ -   აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.


შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით 2023 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ყველა სიგარეტის შეფუთვა სადა და ერთგვაროვანი უნდა გახდეს. აღნიშნულს გულისხმობს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 2022 წლის მაისში მიიღო.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up