აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მცხეთაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართა

access_time2021-03-15 23:30:00

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მცხეთაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


შეხვედრაში რეგიონების დაახლოებით 60-მდე კოოპერატივის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


კოოპერატივების უმრავლესობა მეცხოველეობის, მეფუტკრეობის და მევენახეობის სფეროებს წარმოადგენდნენ.



შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის აღსრულების კონტროლის მიზნით შექმნილი მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა, ისაუბრეს კოოპერატივების წინაშე მდგარ პრობლემებზე. ყურადღება განსაკუთრებით იმ საკითხებზე გამახვილდა, რომელთა გადაუწყვეტლობა ხელს უშლის კოოპერატივებს მათ საქმიანობაში. კოოპერატივების წარმომადგენელთა განცხადებით, მეფუტკრეების პრობლემები პროდუქტის რეალიზაციას უკავშირდება, მეცხოველეებს საძოვრების პრობლემა და მიწის იჯარით გადაცემა აწუხებს. რამდენიმე კოოპერატივის წარმომადგენელმა მოქმედი კანონის დახვეწა და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.


შეხვედრას უძღვებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები. კოოპერატივების წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი მთელი რიგი საკითხების გადაჭრა კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზევე შეძლეს, დანარჩენზე კი კომიტეტი და შესაბამისი სამინისტრო ერთობლივად იმსჯელებენ, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ანალოგიური შეხვედრები კოოპერატივების წარმომადგენლებთან რამდენიმე რეგიონში უკვე გამართეს. კომიტეტი 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლს. მოკვლევის ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენდა კანონპროექტის ძირითადი პრინციპების და, შესაბამისად, კოპერატივების მუშაობის გაუმჯობესება.



„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up