აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში მოისმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში მოისმინეს

access_time2022-04-06 14:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებები შეაჯამა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტის წევრებს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მესხმა წარუდგინეს.



აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2021 წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით - ქართული სასურსათო დანიშნულების ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტისთვის გაიხსნა იორდანიის ბაზარი, ხოლო ევროკავშირმა სასურსათო დანიშნულების ლოკოკინას ექსპორტი დაუშვა; ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა, საკუთარ საზღვარზე, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების სიხშირე 100%-დან 20%-მდე შეამცირა.



უფლებამოსილების ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს, 25 621 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; გამოვლინდა 2414 სამართალდარღვევა; მონიტორინგის ფარგლებში, აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 3884 ნიმუში/სინჯი. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული შედეგები თაფლში ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (101 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 3 ნიმუშში), სუნელ-სანელებლებში ტყვიის შემცველობის (761 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა არც ერთში) და არაცხოველურ სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობის (არც ერთ ნიმუშში სუდანის შემცველობა არ გამოვლენილა) მხრივ.




2021 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 6 442 941 ვეტერინარული მანიპულაცია, მათ შორის, ვაქცინაცია და ლაბორატორიული კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, პირუტყვის სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება.



ვეტერინარული კონტროლის ფარგლებში, 2021 წელს პირველად შემოწმდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ობიექტების 100% - სახელმწიფო კონტროლი 1042 ობიექტში განხორციელდა, გამოვლინდა 144 სამართალდარღვევა. ლაბორატორიულად გამოკვლეული 196 ვეტერინარული პრეპარატიდან დარღვევა არც ერთში გამოვლენილა.



მცენარეთა დაცვის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 120 000 ჰა ფართობი, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ, კახეთის რეგიონში - 1300 ჰა ფართობი, სიმინდის ხვატარის საწინააღმდეგოდ, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში - 24 500 ჰა ფართობი, კოღოების საწინააღმდეგოდ, კახეთის რეგიონში დამუშავებულია 6 840 ჰა ფართობი.



სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა 33 მუნიციპალიტეტში - დამონტაჟდა 6000 ფერომონიანი დამჭერი და 43 260 ერთეული ფერომონი, დამუშავდა 186 000 ჰა-მდე ფართობი. 2021 წელს გატარებული ღონისძიებების შედეგად, გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი, აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით, 2021 წელს აღებულია 382 ნიმუში, მათ შორის, 332 პესტიციდი და 50 აგროქიმიკატი. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 700-მდე აღიარებული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, სულ გამოვლინდა 157 სამართალდარღვევა, მათ შორის, მარკირების წესის, რეალიზაციის წესის, შენახვის პირობების დარღვევა, ვადაგასული პესტიციდის რეალიზაცია და სხვა.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


თეგები:
ანგარიში



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up