აგროწარმოების დივერსიფიცირება რთულ გამოწვევად რჩება

აგროწარმოების დივერსიფიცირება რთულ გამოწვევად რჩება

access_time2021-10-22 14:00:22

აგრარულ სფეროში დივერსიფიცირებას ფერმერები და დარგის სპეციალისტები წარმოების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.  იმის გამო, რომ აქცენტი მონოკულტურაზე კეთდება, მოსავლიანობასთან დაკავშირებული  მცირე პრობლემაც კი ფერმერებს გამოუვალ მდგომარეობაში მასობრივად აყენებს და მთავრობის დახმარების გარეშე დაბრკოლებას ვერ უმკლავდებიან.

 


ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაციაა სამცხე-ჯავახეთში,  რომელიც ძირითადად მეკარტოფილეობით არის ცნობილი. ამ დროს, როგორც ახალქალაქელი ფერმერი მახარე მაცუკატოვი ამბობს, დიდი რესურსია პარალელურად განვითარდეს მებოსტნეობა, მეხილეობა და სხვა. მისი თქმით,  განსაკუთრებით ნუშს აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ პრობლემაა მარაგების მართვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც იგი  სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ სუსტ რგოლად მიიჩნევს.

 


,,ჯავახეთში კარტოფილი მონოკულტურაა და მთელი მოსახლეობა ამ მოსავალზეა დამოკიდებული. სხვადასხვა პერიოდში იყო შემთხვევები, როცა მოსავალი გაუფუჭდათ ან ნაკლები რაოდენობით მიიღეს და პრობლემა შეექმნათ. ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარკვეული დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, ხან ფასი არ არის მისაღები, ხან რა პრობლემა იჩენს თავს და და ხან - რა. ამიტომ ფერმერებს ვიწევთ რეკომენდაციას, სხვადასხვა კულტურის მოყვანით დაკავდნენ, შემოსავალი გაეზრდებათ და მეტნაკლებად დაცული იქნებიან. ამისთვის კი მნიშვნელოვანია წარმოების  დივერსიფიცირება, კერძოდ, ბროკოლის, კომბოსტოს და კიტრის, ასევე ბოსტნეულის  როგორც სეზონური წარმოება, ასევე სასათბურე მეურნეობების განვითარებაც შესაძლებელია, რომ წარმოების უწყვეტი ხაზი გაჩნდეს. მეხილეობიდან ნუშის პოტენციალია, განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში, ყინვაგამძლე მცენარეა და შესაძლებელია, მისი წარმოება რეგიონში მაღალ დონეზე განვითარდეს“, - ამბობს მახარე მაცუკატოვი.

 


აგრარული ბაზრის დივერსიფიცირებას სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევს აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე. მისი შეფასებით,  სექტორის განვითარება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს მასშტაბით მიწის სრული ანალიზი არ ჩატარდება. 




,,მიწის ეფექტიანობის შესწავლაზე არის დამოკიდებული დარგის მიღწევები, ხოლო ჩამორჩენა იქნება ყოველთვის, სანამ არ ჩატარდება მიწის ანალიზი და არ დაიდება შედეგი, სად რა კულტურების გაშენება სჯობს და როგორი უნდა იყოს სტრატეგია, რითაც ფერმერები იხელმძღვანელებენ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აგროდარაიონება, რაზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს. ეს არ არის სიახლე, როგორც იტყვიან, ,,ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“. იგივე მეთოდი გამოიყენებოდა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, რომლის მიხედვითაც ხდებოდა სხვადასხვა  მოსავლიანობის და ფართობების განსაზღვრა - რომელ რეგიონში რომელი კულტურის მოყვანა იყო შესაძლებელი. ამ მიდგომით სარგებლობდნენ ათეული წლების წინ. არსებობდა სპეციალური ინსტიტუტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, ჰავა, ნიადაგის თავისებურება და ნებისმიერი გარემო პირობები გათვალისწინებული და შესწავლილი იყო. ცხადია, საბჭოთა პერიოდში გაკეთებული დარაიონება ძველია და განახლებას მოითხოვს, მაგრამ ეს არის საფუძველი, რომელიც ისტორიულად არსებობდა“, - აცხადებს აროშიძე ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება მოსავლიანობას, როგორც პაატა აროშიძე ამბობს,  საქართველოს  მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოები 1 ჰა-ზე 10-ჯერ მეტ პროდუქტს აწარმოებენ და შეიძლება მეტსაც, რადგან მიწის მიმართ მეცნიერული მიდგომით ხელმძღვანელობენ. 



,,ჩვენთან ტრადიციული მეთოდებით მოჰყავთ მოსავალი და ფაქტობრივად არაფერი იცვლება. გლეხმა იცის ის, რაც პაპამ და პაპის პაპამ იცოდა. ტექნიკა შეიძლება გამოიყენებოდეს, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იყენებდეს, თუკი შესაბამისი ცოდნა არ ექნება. ეს იმის ბრალია, რომ მიწის ანალიზი არ კეთდება. მაგალითად, სადაც თხილია დარგული, შესაძლოა, უკეთესი მოსავლიანობა ჰქონდეს სხვა პროდუქციას, სახელმწიფო პროგრამებიც არსებობს ამ მიმართულებით. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მჟავიანობა,  სასუქების მიცემის თანმიმდევრობა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოსავლიანობაზე. ვინც ამ წესს იცავს, შედეგიც მეტი აქვს, ვინც ვერა - წუხს, რომ შემოსავალი არ აქვს. ქობულეთში იყო შემთხვევა, როცა თხილის მოსაყვანად ლიმონი გაჩეხეს, მაგრამ მისმა მოსავლიანობამ არ ივარგა. ასე მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში კახეთში - ვენახის ნაცვლად საზამთრო დათესეს, მაგრამ ვერ ივარგა. ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რა არის უკეთესი, არამედ სტრატეგიულად რა სჯობია, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი“, - ამბობს აროშიძე.



მეცნიერის შეფასებით, მიწის ანალიზი საქართველოს სოფლის მეურნეობას მაღალ შედეგზე გაიყვანს.  



,,მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხარდაჭერა, რადგან როგორც აროშიძე ამბობს, ეკოლოგიურად დაბინძურებულია ჰაერი, წყალი და ნიადაგი და კარგი მოსავლის მიღება დიდ შრომას მოითხოვს“, - დასძენს აგროექსპერტი.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up