„აგრო ქართუმ“ ტყითსარგებლობის უფლება მოიპოვა

„აგრო ქართუმ“ ტყითსარგებლობის უფლება მოიპოვა

access_time2022-11-06 13:00:23

„აგრო ქართუმ“ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის, კერძოდ - ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლებისთვის, 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.


ტყითსარგებლობის უფლების გაცემისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანიის მიერ მთელი რიგი დოკუმენტაცია იქნა წარმოდგენილი. სააგენტოს გადაწყვეტილებით,  125 248 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს საჯარო აუქციონი (N725 - აუქციონის ლოტი - N-725FJX122) ჩატარდა, რომელიც შპს „აგრო ქართუს“ გამარჯვებით დასრულდა. შპს „აგრო ქართუმ“ აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, ტყის მართვის ორგანოს, ყოველწლიურად 32 877.6 ლარი  უნდა გადაუხადოს და ასევე, უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 6262.4 ლარის ოდენობით. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „აგრო ქართუს“ შორის ხელშეკრულება 2022 წლის ოქტომბერში გაფორმდა.


სამინისტროს წერილში ვკითხულობთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის (იჯარა) შემდეგი სახეები: პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად); საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; თევზის მეურნეობის ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა. 



ტყითსარგებლობისთვის იჯარები არ გაიცემა მხოლოდ ორმოცდაცხრაწლიანი ვადით. გაცემულია სარგებლობის ხუთწლიანი იჯარები. მაგალითად - ფუტკრის სადგომებისთვის და ათწლიანი სათიბ-საძოვრებისთვის. რაც შეეხება ორმოცდაცხრაწლიან ტყითსარგებლობას მნიშვნელოვანია, რომ მას საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვა აქვს, რაც მორგებულია მოსახლეობაზე და არ მხოლოდ ერთი სუბიექტის ინტერესებზე. 


ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2022 წელს (1 ნოემბრამდე), ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად, 20 აუქციონი გამოცხადდა, საიდანაც შემოსულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა, ნათქვამია წერილში.

 


თეგები:
აგრო ქართუ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up