ივა ჭყონია ექსპერიმენტულ მეურნეობაში - „აგრობიზნესი ჩვენი ქვეყნის მომავალია“

ივა ჭყონია ექსპერიმენტულ მეურნეობაში - „აგრობიზნესი ჩვენი ქვეყნის მომავალია“

access_time2022-07-12 14:00:51

„აგრობიზნესს ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალს, რადგან ამაში უდიდესი პოტენციალია“, - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „აგროსექტორი“ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა. ივა ჭყონია, რომელიც შპს ,,გრანდის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ გრძელვადიან პერსპექტივის გეგმას არ მივყვებით, მაგალითად ატმის სეზონი როცაა, ვცდილობთ სრული მოსავალი მოკრეფისთანავე  გავყიდოთ, თუმცა სხვაგვარად უნდა ხდებოდეს.

 

„აგრობიზნესში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა იმპორტირებულის ნაცვლად ქართული შემეთავაზებინა ბაზრისთვის. თემურ ჭყონიამ მკითხა თუ რა შეიძლებოდა მიმეწოდებინა „მაკდონალდსისთვის“ ქართული. შევთავაზე  სალათის ფურცელი, რაზეც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ლაგოდეხში მოვიყვანე სალათის ფურცელი და ასე დავიწყეთ. მოგეხსენებათ, „მაკდონალდსი“ მსოფლიო ქსელია, როდესაც რამე პროდუქტზე იზრდება მოთხოვნა, ქსელში მოდის ეს ინფორმაცია. აღმოჩნდა რომ რუსეთის „მაკდონალდსშიც“ მაღალი იყო მოთხოვნა ამ კულტურაზე. ჩვენ გვქონდა რესურსი რომ რუსეთისთვისაც გვეწარმოებინა და ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც სარფიანი ყოფილიყო. მაგრამ ახლა სხვა რეალობაში აღმოვჩნდით, ომმა ზიანი მოგვაყენა და რეალურად აბსოლუტურად შევცვალეთ ხედვები და  ვორიენტირდით მხოლოდ საქართველოს  ბაზარზე.


ამ ეტაპზე თავს  შევიკავებ იმის დასახელებისგან თუ რა კულტურებზე ვმუშაობთ სალათის ფურცლების გარდა. თუმცა „მაკდონალდსი“ საქართველოშიც არის და მათაც მოვამარაგებთ ხარისხიანი სალათის ფურცლებით. ჩვენ რამდენიმე  სხვადასხვა ჯიშის სალათის ფურცელს მოვიყვანთ, ექსპერიმენტული ჯიშის ბოსტნეულზე ორიენტაცია ავიღეთ. მომავალში ვფიქრობთ, რომ ვითანამშრომლოთ „აგროჰაბთან“, „გუდვილთან“, ასევე ამ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნა აქვს  სასტუმროების ქსელ „რუმსს“ და  ა.შ. საცდელად დავთესეთ საზამთროს ჯიში, რომლის გარეკანი არის  შავი, შიგთავსი ხასხასა წითელი და უკურკო. გვექნება  „გუდვილთან“  ხელშეკრულება, ამ პროდუქტს მივაწვდით და ვნახოთ ბაზარი როგორ მიიღებს.  ძვირი ეღირება, მაგალითად თუ ერთი კილო საზამთრო ღირს 1 ლარი, ეს  ეღირება  3 ლარი, მაგრამ გვინდა რომ ქართულ ბაზარს სიახლე შევთავაზოთ“, -  აღნიშნა ივა  ჭყონიამ.



ჭყონიას თქმით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც აქვთ მხარდაჭერა, ტრაქტორების და მისი მისაბმელების შეძენაც სოფლის მეურნეობის პროგრამით მოხდა. ასევე მუშაობს სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობაზე სადაც ზამთრისთვის პროდუქტის შენახვასაც მოახერხებს.

 

„ჩვენ გვექნება პროდუქტი მაშინაც, როდესაც ეს დეფიციტურია“, - აღნიშნა ივა  ჭყონიამ. მისივე თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ლაგოდეხი  სუბტროპიკული ზონაა, აპირებს ეკო კოტეჯების განთავსებასაც. ასევე 5-6 კლასელების  ჩაყვანას, აგროტურიზმის განვითარებას და პატარების აგრობიზნესით დაინტერესებას.

 

„სადემონსტრაციო ნაკვეთებიც  გვექნება და მოვსინჯავთ რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე პროდუქტის და ბოსტნეულის მოყვანა,  ეს  არის  ჩვენი ქვეყნის მომავალი და  ვეცდები რომ ამ საქმეში ვიყო  სტარტაპერიც და ლიდერიც  და სხვებსაც მოვუწოდო გაკეთებისკენ“, -  აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

 

თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up