,აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“ -  ოთარ შამუგია

,აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“ - ოთარ შამუგია

access_time2022-12-29 21:30:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრა და მიღწეული შედეგები შეაჯამა.

 „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს.  საპროცენტო  განაკვეთის სუბსიდირების სახით, დაახლოებით, 650 მლნ ლარზე მეტი თანადაფინანსება განხორციელდა. ბოლო წლების განმავლობაში, 40,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროექტით და 5 მლრდ ლარის სესხები იქნა გაცემული. 2022 წელს,  არა მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით, არამედ ყველა პროგრამის, მათ შორის  „დანერგე მომავლის“, „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“ სარგებლობისა და თანადაფინანსების კუთხით, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ყველა ამ პროექტის დაფინანსება გავზარდეთ. მაგალითად,  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის თანადაფინანსებისთვის 200 მლნ ლარი არის ბიუჯეტში გათვალისწინებული, ასევე არის „დანერგე მომავლის“ და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებშიც, სადაც ყოველწლიურად გვაქვს მზარდი ბიუჯეტი, ვინაიდან იზრდება მოთხოვნა. „დანერგე მომავლის პროგრამის“ ფარგლებში, თუ პირველ წლებში, 1500-2000 ჰა-მდე ბაღის გაშენებას ვაფინანსებდით, წელს, უკვე დაკონტრაქტებულია 3,500 ჰა-მდე ახალი ბაღის გაშენება. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში,  ჩვენ შევძელით 220-მდე ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების  განხორციელება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 300 მლნ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბიუჯეტის წილი 100 მლნ ლარია. საწარმოების უდიდესი ნაწილი ექსპლუატაციაშია და მუშაობს, ნაწილი მშენებლობის პროცესშია. ამ მიმართულებით,  220 კონტრაქტიდან, 55-მდე მხოლოდ წელს არის გაფორმებული. აქაც  მოთხოვნა მზარდია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, სავარგულების აგროვადებში დამუშავების ხელშეწყობისთვის,  მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა იმუშავებს.

„პრემიერ-მინისტრის  მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ბოლო 2 წელიწადში, შევძელით, რომ ქვეყანაში შემოგვეყვანა 150 მლნ ლარის ღირებულების ახალი ტექნიკა, რომლისთვისაც 50 მლნ ლარი გამოიყო და 1 200-ზე მეტი  გამწევი ტექნიკა შემოვიდა ქვეყანაში.   მომავალი წლისთვის, 17 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ფერმერების დაფინანსება და მხარდაჭერა როგორც მოსავლის ამღები, ისე სხვა სახის  ტექნიკით უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up