„აგროდაზღვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ მაინც ჩანასახის პროცესშია და მის განვითარებას დრო დასჭირდება“ – დავით ონოფრიშვილი

„აგროდაზღვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ მაინც ჩანასახის პროცესშია და მის განვითარებას დრო დასჭირდება“ – დავით ონოფრიშვილი

access_time2021-11-29 20:00:00

აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე 2020-2021 წლებში აგროდაზღვევის ბაზრთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა კანონმდებლებს აგროდაზღვევის ბაზრის ბოლო ორი წლის მიმოხილვის ანგარიში გააცნო და განაცხადა, რომ აგროდაზღვევა, ქვეყანაში აგრარული სექტორის და ზოდად სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.


„აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. აგროდაზღვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ მაინც ჩანასახის პროცესშია და მის განვითარებას დრო დასჭირდება“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.


მისი თქმით, აგროდაზღვევის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია ესპანეთის 44-წლიანი გამოცდილება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა პირველი 10-12 წელი მათთვისაც რთული იყო.


დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მისი სამსახური სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს და მათი მთავარი ამოცანაა სექტორში დაზღვევის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გაატაროს. მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე აგროდაზღვევის წილი წლიდან წლამდე იზრდება, ის ჯერ მაინც ძალიან მცირეა და 2020 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 3%-ს მოიცავდა.



მომხსენებელმა სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათგან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, მათ შორის, ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის მზადყოფნის დაბალი მაჩვენებელია. მან სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები.


დისკუსიაში მონაწილეობდნენ კანონმდებლები, აღმასრულებელი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სხვადასხვა ასოციაციებისა და ორგანიზაციების, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები. ფერმერების მხრიდან, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მაინც რისკების არასრულყოფილი დაზღვევა დასახელდა. პრობლემაა ასევე მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის მიმართულებების დაზღვევის საკითხი.


წამოჭრილ საკითხებზე განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და განაცხადა, რომ სამინისტრო აგროდაზღვევის სფეროში ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, დაზღვევის საყოველთაობაზე.


როგორც მან აღნიშნა, სამინისტროში დაზღვევის განვითარების სტრატეგიაც აქვთ უკვე მომზადებული.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევა არის ძალიან დიდი და ყველა სამსახურის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს აგროდაზღვევის სისტემის კიდევ უფრო სრულყოფილად გასამართად.


საპარლამენტო კომიტეტებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ის ინსტრუმენტები და ბერკეტები, რაც დაზღვევის პროცესს და სადაზღვევო პროდუქტებს უფრო მისაღებს გახდის ფერმერებისათვის.


„დაზღვევის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით დაველოდებით თუ რა ხედვები აქვს სამინისტროს. ასევე, როგორც ეს მთავარმა მომხსენებელმაც აღნიშნა, ვხედავთ საჭიროებას ზოგადი პოლიტიკის გაუმჯობესების და შემუშავების, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც და ჩვენი მხრიდან ყველასთან ინტენსიურად ვითანამშრომლებთ საჭიროების ფარგლებში“, - პარლამენტის განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up